ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა

პირს, რომელიც ყოფილ ცოლს გადაწვით ემუქრებოდა, 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

0 კომენტარი
ფოტო: www.irishtimes.com

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყოფილი ცოლის მიმართ მუქარაში ბრალდებული ს.დ. დამნაშავედ ცნო.

"სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 30 მაისს, განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ს.დ. ყოფილი მეუღლის ა.დ.-ს სახლში შვილების წასაყვანად მივიდა, რაზეც ა.დ.-მ უარი უთხრა. აღნიშნულით განაწყენებული ს.დ. ყოფილი მეუღლის სახლში შეღწევის მიზნით კარს ძლიერად ურტყამდა, შემდეგ კი ყოფილ მეუღლეს გადაწვით დაემუქრა და სახლის მიმდებარედ მდგომი ავტომანქანიდან საწვავის ჩამოსხმას ცდილობდა", - აღნიშნავენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ს.დ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარას, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ბრალდებულს აღკვეთის ღონსძიების სახით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.

თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ ს.დ. წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: ამერიკელ კოლეგებთან ერთად იარაღის ნაწილებით უკანონო ვაჭრობის სქემა გამოვავლინეთ (Video)

კომენტარები