Sigur Rós

Sigur Rós-ის დრამერი გაუპატიურებაში დაადანაშაულეს, მან ჯგუფი დატოვა

ცნობილი ისლანდიური ჯგუფის Sigur Rós-ის დრამერი ორრი პაულ დურასონი ჯგუფს ტოვებს.

დრამერმა ჯგუფის დატოვების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ის გაუპატიურებაში დაადანაშაულეს. 

დურასონი ამერიკელმა მხატვარმა მეგან ბოიდმა დაადანაშაულა. ქალი ამბობს რომ მუსიკოსმა მასზე 2013 წელს იძალადა. ინსტაგრამ პოსტში ის წერდა, რომ მას ღრმად ეძინა მას შემდეგ, რაც მათ ერთ საწოლში ჩაეძინათ. წყვილი ერთმანეთს ლოს-ანჯელესში ერთ-ერთ კლუბში შეხვდა.

"ძალიან მთავრალი ვიყავი და წინააღმდეგობის გაწევა არ შემეძლო. მან ამით ისარგებლა და გამაუპატიურა. იმ რამეს ეს მეორედაც განმეორდა. პირველივე ჯერზე რატომ არ წამოვედი? ვერ შევძელი, რადგან ძალიან მთვრალი ვიყავი და შოკირებული",- ამბობს ბოიდი

მისივე თქმით, მუსიკოსმა მას აიძულა რომ არაფერი ეთქვა. 

თავად დრამერმა Facebook-ზე განცხადება გაავრცელა სადაც ბრალდებებს უარყოფს და მეგობრებს ნდობისა და მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. 

"ჯგუფის დატოვების გადაწყვეტილება მივიღე. ეს ძალიან რთულია ჩემთვის, მაგრამ ამ ყველაფერმა არ მინდა ჩრდილი მიაყენოს და დააზარალოს ის დიდი და ძვირფასი რამ, რაც ერთად შევქმენით და ბევრი ვიმუშავეთ"- წერს დრამერი. 

ამის შესახებ Sigur Rós- მა Facebook-ზე განცხადება გაავრცელა. 

"დავეთანხმეთ ჩვენი დრამერის გადაწვეტილებას წასვლის შესახებ, რათა მან შეძლოს სიტუაციაში მარტო გარკვევა", - წერია გვერდზე.

Sigur Rós 1994 წელს ისლანდიაში ჩამოყალიბდა, 1997 წელს გამოიცა მათი სადებიუტო ალბომი. დურასონი ჯგუფს შეუერთდა მათი მესამე ალბომის გამოშვებისას.და ისინი უკრავდნენ როგორც კვარტეტი 2013 წლამდე, სანამ Kjartan Sveinsson-მა ჯგუფი დატოვა. დურასონი წასვლა ნიშნავს, რომ ბენდი ამჟამად არის დუეტი. 

კომენტარები