ომეგა ჯგუფისა და იბერიას საქმე

კობახიძე ყიფიანსა და სარდაფზე: ამას გამოვრიცხავ, ეს სტილი 2012 წელს ჩავაბარეთ წარსულს

0 კომენტარი
ფოტო: პარლამენტის პრესსამსახური

მე ამას გამოვრიცხავ - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ გადაცემა არჩევანში კითხვას ლევან ყიფიანის სარდაფში ჩაკეტვისა და შეურაცხყოფის შესახებ.

„მე მაგას გამოვრიცხავ. იმიტომ, რომ ეს არის ის სტილი, რომელიც 2012 წელს ჩავაბარეთ ჩვენ წარსულს. დღეს ეგ არ ხდება ხელისუფლებაში, დღეს ეგ არ ხდება ქვეყანაში“, - ამბობს ირაკლი კობახიძე.

მისივე თქმით, ყიფიანი და ზაზა ოქუაშვილი სამართალდამცავი ორგანოებისთვის „ინფორმაციის მიწოდებისგან თავს იკავებენ“:

„თუ მოახერხებენ და დანაშაულის კი არა, სერიოზულობის ნიშანწყალს მაინც აჩვენებენ პროკურატურას, მაშინ ვისაუბრათ დანარჩენზე. დღეს ვერ ახერხებენ ამის გაკეთებას, ამიტომ იკავებენ თავს ინფორმაციის მიწოდებისგან“, - ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე.

კითხვას, თუნდაც თეორიულად შესაძლებელია თუ არა, ამ საქმეზე დაიკითხოს ბიძინა ივანიშვილი, რომლის სახელიც ფარულ ჩანაწერებში ფიგურირებს, პარლამენტის თავმჯდომარე პასუხობს, რომ „საქართველოში ნებისმიერი ადამიანის დაკითხვა შეიძლება და ეს არის მთავარი მიღწევა 2012 წლის შემდეგ“.

ცნობისთვის, "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებლის ზაზა ოქუაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილის დავალებით, სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი ოთარ ფარცხალაძემ საბურთალოზე, ერთერთი სახლის სარდაფში ჩაკეტა და მას "შეურაცხყოფის მიყენებით" დაემუქრა. რუსთავი 2-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ოქუაშვილი იხსენებს, რომ მუქარა "ომეგა ჯგუფისთვის" ქრთამის სახით მოთხოვნილ 4 მილიონს უკავშირდებოდა.

პროკურატურის ინფორმაციით, ლევან ყიფიანმა, რომელიც უწყებაში მოწმის სტატუსით იყო დაბარებული, ჩვენების მიცემაზე უარი თქვა და სასამართლოში გამოკითხვა მოითხოვა. სპორტის ყოფილ მინისტრს სასამართლოში ხვალ გამოკითხავენ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბათუმში სავალუტო ჯიხურის დაყაჩაღების ბრალდებით 19 წლის ბიჭი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები