კრიშტიანო რონალდო

გავრცელდა ვიდეო, სადაც რონალდო იმ გოგოსთან ცეკვავს, რომელმაც გაუპატიურებაში დაადანაშაულა

The Sun

კრიშტიანუ რონალდუს გარშემო ატეხილი სექსუალური სკანდალი კვლავ გრძელდება.

The Sun-მა გამოაქვეყნა 2009 წელს გადაღებული ვიდეო, სადაც პორტუგალიელი ფეხბურთელი კეტრინ მაიორგასთან ერთად კლუბში ცეკვავს, რომელმაც ის გაუპატიურებაში დაადანაშაულა. 

ვიდეო ლას-ვეგასში კლუბ Sin City-შია გადაღებული. 

 

 

ამერიკელი კეტრინ მაიორგა, პორტუგალიელ ფეხბურთელს კრიშტიანო რონალდოს გაუპატიურებაში ადანაშაულებს.

როგორც გერმანული გაზეთი Spiegel წერს, ინციდენტი 2009 წელს, ლას ვეგასის ერთ-ერთ სასტუმროს ნომერში მოხდა. 34 წლის მაიორგა ინტერვიუში ამბობს, რომ ფეხბურთელმა მას დუმილის სანაცვლოდ 375 ათასი დოლარი გადაუხადა.

The New York Times წერს, რომ 2009 წელს ძალადობის მსხვერპლმა ქალმა პოლიციას მიმართა და სამედიცინო შემოწმებაც გაიარა, თუმცა არ უთქვამს ვინ იყო მოძალადე.

აღნიშნულ საქმეზე, ლას ვეგასის პოლიციამ, კრიშტიანო რონალდოს წინააღმდეგ გამოძიება განაახლა. 

კომენტარები