ამინდის პროგნოზი

"წვიმა, ქარი, ღელვა, თოვლი" - როგორი ამინდი იქნება 7 ოქტომბრამდე

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4 ოქტომბერს, დღის ბოლოდან 5 ოქტომბრის დილამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, 5-6 ოქტომბერს ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს, ვარაუდობენ ზოგან ძლიერ ქარს, ხოლო ზღვაზე - 3-4 ბალიან ღელვას. 

5 ოქტომბერს, დღის ბოლოს მაღალმთიან რაიონებში ზოგან შესაძლოა ითოვოს.

"მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს" - აღნიშნავს გარემოს ეროვნული სააგენტო.

კომენტარები