ვანო მერაბიშვილის საქმე

ვანო მერაბიშვილმა კლინიკა დატოვა, ის ციხეში გადაჰყავთ [video]

ყოფილმა პრემიერმინისტრმა ვანო მერაბიშვილმა კლინიკა დატოვა. ის ციხეში გადაჰყავთ. ორი დღის განმავლობაში, მერაბიშვილს "მედიქლაბში" დამატებითი გამოკვლევები უტარდებოდა. მოწვეული იყო ექიმების კონსილიუმიც.

ცნობისთვის, 23 სექტემბერს ვანო მერაბიშვილის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ყოფილი პრემიერმინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. მათ არ გამორიცხეს ვანო მერაბიშვილის მიზანმიმართული ინტოქსიკაცია.

მათ სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა უპასუხა და მსჯავრდებულის მიმართ ჩატარებული გამოკვლევები, ასევე, მისი დიაგნოზები გაასაჯაროვა. ხელისუფლების წარმომადგენლების მტკიცებით, მერაბიშვილი იმ სტანდარტის მკურნალობას იღებს, რასაც სხვა მსჯავრდებულები და განსხვავებულ მოპყრობას ადგილი არ აქვს.

ადვოკატების განცხადებით, ვინაიდან კონსილიუმმა ვერ მოახერხა საბოლოო დიაგნოზზე შეთანხმება, დღეის მდგომარეობით, ივანე მერაბიშვილს არანაირი მკურნალობა არ აქვს დანიშნული.

"ამჟამად, ვანო მერაბიშვილის ოჯახი და ადვოკატები მუშაობენ დიაგნოსტირებისა და მკურნალობის პროცესში უცხოელი სპეციალისტების ჩართვაზე“, - ნათქვამია ყოფილი პრემიერის უფლებადაცველების განცხადებაში.

კომენტარები