აშშ

სამხრეთ კაროლინაში კაცმა ბავშვები მძევლად აიყვანა, ერთი პოლიციელი მოკლა და 6 დაჭრა

0 კომენტარი
ფოტო: EVN

აშშ-ში, სამხრეთ კაროლინას შტატის ქალაქ ფლორენსში შეიარაღებულმა მამაკაცმა შერიფის ოფისში ბავშვები მძევლად აიყვანა.

ორსაათიანი მცდელობის შემდეგ პოლიციამ მისი დაკავება და საავადმყოფოში გადაყვანა შეძლო.

მძევლები არ დაშავებულან, თუმცა თავდამსხმელის მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა 6 პოლიციელი.

თავდამსხმელის ვინაობა და თავდასხმის მოტივი უცნობია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: ხუთმა პირმა ადამიანი შურისძიების მიზნით გაიტაცა და სცემა, ბრალდებულები დავაკავეთ

კომენტარები