საპრეზიდენტო კანდიდატები

ქალების საკითხებზე გამართულ დისკუსიას სალომე ზურაბიშვილი არ დაესწრო

სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახური

საპრეზიდენტო კანდიდატებთან შეხვედრაზე, რომელიც ქალთა საკითხებს ეხებოდა, ქალი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი არ მივიდა.

ქალთა მოძრაობის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე მოწვეული 5 საპრეზიდენტო კანდიდატიდან შეხვედრას მხოლოდ დავით ბაქრაძე (ევროპული საქართველოს საპრეზიდენტო კანდიდატი) და დავით უსუფაშვილი (შენების მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატი) ესწრებოდა.

შეხვედრის თემა პოლიტიკაში ქალთა უფლებები იყო. ღონისძიებას მოწვეული კანდიდატები, გრიგოლ ვაშაძე და შალვა ნათელაშვილიც არ დაესწრნენ.

კომენტარები