ბი-სი-ჯი კვლევა

BCG: ივანიშვილმა გამოკითხულთა 65.8%-ის მოლოდინი გააცრუა, 13%-ის გაამართლა

Reuters

ევროპული საქართველოს დაკვეთით კომპანია ბი-სი-ჯის მიერ მომზადებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა მას მოლოდინი გაუცრუა.

კითხვაზე, "ამ ეტაპზე, თქვენ იტყოდით, რომ ბიძინა ივანიშვილმა და ქართულმა ოცნებამ გადააჭარბა თქვენს მოლოდინს, გაამართლა თქვენი მოლოდინი თუ გაგიცრუათ მოლოდინი?", 65.8% პასუხობს, რომ მოლოდინი გაუცრუა, 14.5% ამბობს, რომ არანაირი მოლოდინი არ ჰქონია, 12.4%-ის მოლოდინი ბიძინა ივანიშვილმა გაამართლა, 0.6%-ის მოლოდინი გადააჭარბა, 6.7% პასუხზე უარს ამბობს, ან პასუხი არ იცის.


ფოტო: BCG კვლევა

კვლევა ევროპული საქართველოს დაკვეთითა და დაფინანსებით ჩაატარა კომპანია „ბი-სი-ჯი-კვლევამ“. საველე სამუშაოები ჩატარდა 15-22 სექტემბერს, შერჩევა განხორციელდა სამსაფეხურებრივი კლასტერული პრინციპით და მოიცავდა საქართველოს ტერიტორიას ოკუპირებული ტერიტორიის გამოკლებით. სულ გამოიკითხა 1505 ამომრჩეველი, კვლევის ცდომილება შეადგენდა 2-3%-ს, კვლევის სანდოობა -95%.

კომენტარები