არჩევნები 2018

BCG-ის კვლევა: მე-2 ტურში ბაქრაძეს 29,3% აძლევს ხმას, ვაშაძეს - 24.3%

BCG-ის მიერ ევროპული საქართველოსთვის მომზადებული კვლევის შედეგებით, იმ შემთხვევაში, თუ საპრეზიდენტო არჩევნებზე მეორე ტური გაიმართება და ის ბაქრაძეს და ვაშაძეს შორის შედგება, ხმები ასე განაწილდება: 

დავით ბაქრაძე - 29,3%

გრიგოლ ვაშაძე - 24,3%

2018 წლის 4 ოქტომბერს ევროპულმა საქართველომ გამოაქვეყნა სოციოლოგიური კვლევის შედეგები. კვლევა მოძრაობის დაკვეთითა და დაფინანსებით ჩაატარა კომპანია „ბი-სი-ჯი-კვლევამ“. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 15-22 სექტემბერს, შერჩევა განხორციელდა სამსაფეხურებრივი კლასტერული პრინციპით და მოიცავდა საქართველოს ტერიტორიას ოკუპირებული ტერიტორიის გამოკლებით. სულ გამოიკითხა 1505 ამომრჩეველი, კვლევის ცდომილება 2-3%-ია, კვლევის სანდოობა - 95%.

საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს არის დანიშნული. 

კომენტარები