არჩევნები 2018

ოქტომბრის 3 დღეში სალომე ზურაბიშვილმა 1 მილიონი ლარის შემოწირულობა მიიღო

სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბი

ოცნების მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ოქტომბრის პირველ სამ დღეში იმაზე სამჯერ მეტი შემოწირულობა მიიღო, ვიდრე მთელი სექტემბრის განმავლობაში. ზურაბიშვილმა საერთო ჯამში 1,056,000 შემოწირულობა მიიღო. შემომწირველთა შორის ბიძინა ივანიშვილის ძმა ალექსანდრე ივანიშვილი და თბილისის მერი კახა კალაძეც არიან. ალექსანდრე ივანიშვილმა ზურაბიშვილს 45 ათასი ლარი გადაურიცხა, ხოლო კალაძის შემოწირულობა 50 ათასი ლარია.

ზურაბიშვილის შემომწირველთა სია 

სექტემბერში კამპანიის - "ნუ ყიდი საქართველოს 30 ვერცხლად" - ფარგლებში, სალომე ზურაბიშვილმა 30 თეთრის შემოწირულობა 84 ფიზიკური პირისგან მიიღო, რაც ჯამში 25 ლარი და 20 თეთრია. ზურაბიშვილმა ერთერთი მოქალაქისგან შემოწირულობის სახით 10 თეთრიც მიიღო.

კომენტარები