კრიშტიანო რონალდო

გაუპატიურების ბრალდების შემდეგ, რონალდო პორტუგალიის ნაკრებიდან დროებით დაითხოვეს

პორტუგალიელი ფეხბურთელი კრიშტიანო რონალდო, სექსუალური სკანდალის შემდეგ ეროვნული ნაკრებიდან დროებით დაითხოვეს. 

როგორც Associated Press წერს, რონალდო პოლონეთისა და შოტლანდიის წინააღმდეგ მატჩებს გამოტოვებს, რომელიც 11-14 ოქტომბერს გაიმართება.

გამოცემის ცნობით, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ლას ვეგასის პოლიციამ ფეხბურთელის წინააღმდეგ საქმის გამოძიება განაახლა. 

პორტუგალიელი მწვრთნელის ფერნანდო სანტოსის თქმით, რონალდო ნოემბერშიც გამოტოვებს მატჩებს. მისივე თქმით გადაწყვეტილება მას შემდეგ მიირეს რაც რონალდო პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს სამჯერ შეხვდა.

კრიშტიანო რონალდოს გაუპატიურებაში ამერიკელი კეტრინ მაიორგა ადანაშაულებს.

როგორც გერმანული გაზეთი Spiegel წერს, ინციდენტი 2009 წელს, ლას ვეგასის ერთ-ერთ სასტუმროს ნომერში მოხდა. 34 წლის მაიორგა ინტერვიუში ამბობს, რომ ფეხბურთელმა მას დუმილის სანაცვლოდ 375 ათასი დოლარი გადაუხადა.

ამის შესახებ Spiegel-მა 2017 წელსაც დაწერა. 2018 წლის 28 სექტემბერს კი ვრცელი სტატია მიუძღვნა სადაც კეტრინ მაიორგა შემთხვევის დეტალებს იხსენებს.

კეტრინი ირწმუნება, რომ ფეხბურთელმა გააუპატიურა. ანალური სექსის შემდეგ კი ჰკითხა ეტკინა თუ არა რამე.

"მან ჩემ წინ დაიჩოქა და მითხრა, რომ 99%-ით კარგი ბიჭია, გარდა იმ ერთისა"- ამბობს კეტრინი. 

კრიშტიანო რონალდომ მის მიმართ გამოთქმულ გაუპატიურების ბრალდებას საკუთარ ტვიტერზე უპასუხა და ბრალდებები კატეგორიულად უარყო. 

კომენტარები