აშშ-რუსეთი

აშშ-ის თავდაცვის მდივანი: რუსეთმა კიბერთავდასხმებისთვის პასუხი უნდა აგოს

0 კომენტარი
ჯეიმზ მეტისი ფოტო: Reuters

აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ჯეიმზ მეტისის თქმით რუსეთმა ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციაზე (OPCW) კიბერთავდასხმისათვის პასუხი უნდა აგოს.

"ჩვენ დღესვე ვმად ვართ კიბერ მხარდაჭერა გავუწიოთ ჩვენ მოკავშირეებს. მე საკმარისი მტკიცებულებები ვნახე იმისათვის, რომ ვთქვა, რომ დიდი ბრიტანეთისა და ჰოლანდიის ბრალდებები 100%-ით მართალია." თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ ჰონალდია და დიდი ბრიტანეთი რუსეთს კიბერთავდასხმების განხორციელებაში ადანაშაულებენ.

შვეიცარიის ოფიციალური პირების განცხადებით მიმდინარე წლის მარტში ჰოლანდიაში დაკავებული და ქვეყნიდან გაძევებული ორი რუსი ჯაშუში შვეიცარიის თავდაცვის ლაბორატორიაში, რომელიც ბრიტანეთში ყოფილი რუსი ჯაშუშის, სეგეი სკრიპალის მოსაწამლად გამოყენებულ ნერვულ აგენტს, "ნოვიჩოკს" იკვლევს, კიბერ თავდასხმას გეგმავდა.

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამსახური (GRU) კიბერთავდასხმებში დაადანაშაულა.

ბრიტანეთის ეროვნული კიბერუსაფრთხოების ცენტირს თქმით თავდასხმის სამიზნეებს შორის რუსული და უკრაინული კომპანიები, აშშ-ის დამოკრატიული პარტია, ერთ-ერთი ბრიტანული სატელევიზიო არხი და ანტი-დოპინგის მსოფლიო სააგენტო იყო. რუსეთსა და უკრაინაში თავდასხმის სამიზნეები კიევის მეტრო, ოდესის აეროპორტი, რუსეთის ცენტრალური ბანკი და ორი კერძო მედია კომპანია - Fontanka.ru და Interfax გახდნენ.

ბრიტანეთის პოლიციის აზრით ეს იმავე ქსელს უკავშირდება, ვინც სოლსბერიში ყოფილი რუსი ჯაშუში სერგეი სკრიპალი მოწამლა.

მეტისმა რუსეთი ცივი ომის დოინდელი, 1987 წლის შეთანხმების დარღვევის და აკრძალული სარაკეტო სისტემის შექმნაზე მუშაობის გამოც გააკრიტიკა და თქვა, რომ თუ რუსეთი მსგავს ქმედებებს არ შეწყვეტს აშშ მათ შესაფერის პასუხს გასცემს.

NATO-ში აშშ-ის წარმომადგენელმა, კეი ბეილი ჰაჩინსონმა თქვა, რომ თუ რუსეთი აკრძალულ სარაკეტო სისტემებზე მუშაობას არ შეწყვეტს აშშ მათ მოძებნის და მანამდე გაანადგურებს, სანამ ოპერაციული გახდება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები