იურონგის ფრინველთა პარკის 22 წლის ბინადარ ნისკარტჩაფხუტას, რომელსაც კიბოს აგრესიული ფორმის დიაგნოზი დაუსვეს, ვეტერინარებმა და ინჟინრებმა ნისკარტის გამონაზარდის 3D პროთეზი დაუმზადეს.
მას შემდეგ, რაც დარაჯმა ფრინველის ნისკარტზე 8 სანტიმეტრის ჭრილობა შენიშნა იგი ვეტერინარულ კლინიკაში გადაიყვანა, სადაც კომპიუტერული ტომოგრაფიის მეშვეობით კიბოს დიგნოზი დაუსვეს და შემდეგ სიმსივნე ნისკარტის "ჩაფხუტთან" ერთად ქირურგიულად მოაშორეს. ბუნებრივი ჩაფხუტის აღდგენას წლები სჭირდება, ამიტომ ვეტერინარებმა, ინჟინრების დახმარებით ფრინველის "ჩაფხუტის" ხელოვნური პროთეზი დაამზადეს.
ნისკარტჩაფხუტა იოლად შეეგუა პროთეზს, გამოჯანმრთელდა და ჯირკვლებიდან გამოყოფილი ნივთიერებით გაპოხა სხეულის ახალი ნაწილი, რის შემდეგაც ხელოვნურმა პროთეზმა ფრინველის ბუმბულის ბუნებრივი, ყვითელი ფერი მიიღო.