არჩევნები 2018

კახა კალაძემ სალომე ზურაბიშვილს 50,000 ლარი შესწირა


ფოტო: ქართული ოცნების პრესსამსახური

ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიას შემოწირულობის სახით 50,000 ლარი გადაურიცხა. 

კალაძე ერთერთია იმ 46 შემომწირველს შორის, რომლებმაც ოქტომბრის პირველ დღეებში სალომე ზურაბიშვილი დააფინანსეს. აღნიშნულ პერიოდში შემოწირულობის მთლიანი მოცულობა 1 მილიონ ლარს აჭარბებს. ეს იმაზე სამჯერ მეტია რაც ზურაბიშვილმა მთელი სექტემბრის განმავლობაში მიიღო. 

სალომე ზურაბიშვილის კიდევ ერთი შემწირველი ბიძინა ივანიშვილის ძმა ალექსანდრე ივანიშვილია. მილიარდერის ძმამ ზურაბიშვილს 45,000 ლარი გადაურიცხა.

რამდენიმე დღის წინ ალექსანდრე ივანიშვილი რუსთავი 2-ის მიერ გამოქვეყნებულ ფარულ ჩანაწერში ფიგურირებდა. ფარულ ჩანაწერში ის "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელს ზაზა ოქუაშვილს საქართველოში chevrolet-ის მარკის ავტომობილების იმპორტის ბიზნესის წილში ჩასმას სთხოვდა.

ზურაბიშვილის შემომწირველთა სია

სექტემბერში კამპანიის - "ნუ ყიდი საქართველოს 30 ვერცხლად" - ფარგლებში, სალომე ზურაბიშვილმა 30 თეთრის შემოწირულობა 84 ფიზიკური პირისგან მიიღო, რაც ჯამში 25 ლარი და 20 თეთრია. ზურაბიშვილმა ერთერთი მოქალაქისგან შემოწირულობის სახით 10 თეთრიც მიიღო.

კომენტარები