ზურაბიშვილის ქსენოფობიური განცხადება

ზურაბიშვილი: ქსენოფობიურ განცხადებებს არ ვაკეთებ

ტაბულა

"ქსენოფობიურ განცხადებებს არ ვაკეთებ." - ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკაზე კომენტარს არ აკეთებს. 

"26-მა გააკეთოს განცხადება" - პასუხობს ზურაბიშვილი რუსთავი ორის ჟურნალისტს, რომელიც ეუბნება, რომ 13-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ განცხადება გაავრცელა და ის ქსენოფობიური განცხადებების გამო გააკრიტიკეს. 

სალომე ზურაბიშვილმა 3 ოქტომბერს ნინოწმინდაში მოსახლეობასთან შეხვედრისას თქვა, “აქამდე მოქალაქეობა იყო მხოლოდ მინიჭებით და მხოლოდ პრეზიდენტის საბოლოო გადაწყვეტილებით და ერთმა პრეზიდენტმა, ძალიან ბევრი მოქალაქეობა დაურიგა თურქებს, დღეს მისი წარმომადგენელი არის ჩემი ოპონენტი, მაგრამ თქვენ არ მოგცათ მოქალაქეობა”. 

დღეს კი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა განცხადება გაავრცელეს, სადაც წერდნენ, რომ გმობენ ზურაბიშვილის ქსენოფოიურ განცხადებას. არასამთავრობოების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ზურაბიშვილის "ეს განცხადება ხელს უწყობს შუღლის გაღვივებას, ეწინააღმდეგება ლიბერალური დემოკრატიისა და თანასწორუფლებიანობის პრინციპებს, ასევე ახდენს ისტორიული კონფლიქტის თანამედროვე ქართულ პოლიტიკურ რეალობაში სახიფათო პრობლემატიზაციას." 

კომენტარები