გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი

სექტემბერში ხე-ტყის უკანონო მოპოვების და ტრანსპორტირების 293 ფაქტი გამოვლინდა

Department Of Environmental Supervision

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, სექტემბერში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 293 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 26 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულების ნიშნებს შეიცავს.

ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 98 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით 58 ფაქტი დაფიქსირდა, იმერეთში - 28 ფაქტი, გურიაში - 3, ხოლო რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - 8, აჭარის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 9 ფაქტი, მცხეთა-მთიანეთში - 1 ფაქტი, შიდა ქართლში - 20, ქვემო ქართლის მასშტაბით - 24 ფაქტი, ხოლო სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 44 ფაქტი დაფიქსირდა.

ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 13,900 მ3-მდე ხე-ტყე. ამავე პერიოდში, სახერხი საამქროს რეგლამენტის დარღვევის 29 ფაქტი დაფიქსირდა და ამოღებულია 3 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი დანადგარი. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.

კომენტარები