აშშ-რუსეთი

აშშ-მა რუსეთის დაზვერვის 7 თანამშრომელს კიბერდანაშაულში დასდო ბრალი

FBI

აშშ-მა რუსეთის სადაზვერვო სამსახურის 7 ოფიცერს სპორტის ფედერაციებზე, სააგენტოზე, რომელიც ქიმიური იარაღის გამოყენების შემთხვევებს იკვლევს, ბირთვული ენერგიის კომპანია Westinghouse Electric Co-სა და ანტი-დოპინგის სააგენტოზე კიბერთავდასხმებში დასდო ბრალი.

7 ბრალდებულიდან სამს ბრალი ასევე წარედგინათ სპეციალური გამომძიებლის, რობერტ მუელერის 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარების გამოძიების ფარგლებშიც.

შეგახსენებთ, რომ რუსეთს კიბერთავდასხმების განხორციელებაში ჰოლანდია და დიდი ბრიტანეთიც ადანაშაულებენ.

შვეიცარიის ოფიციალური პირების განცხადებით მიმდინარე წლის მარტში ჰოლანდიაში დაკავებული და ქვეყნიდან გაძევებული ორი რუსი ჯაშუში შვეიცარიის თავდაცვის ლაბორატორიაში, რომელიც ბრიტანეთში ყოფილი რუსი ჯაშუშის, სეგეი სკრიპალის მოსაწამლად გამოყენებულ ნერვულ აგენტს, "ნოვიჩოკს" იკვლევს, კიბერ თავდასხმას გეგმავდა.

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამსახური (GRU) კიბერთავდასხმებში დაადანაშაულა.

ბრიტანეთის ეროვნული კიბერუსაფრთხოების ცენტირს თქმით თავდასხმის სამიზნეებს შორის რუსული და უკრაინული კომპანიები, აშშ-ის დამოკრატიული პარტია, ერთ-ერთი ბრიტანული სატელევიზიო არხი და ანტი-დოპინგის მსოფლიო სააგენტო იყო. რუსეთსა და უკრაინაში თავდასხმის სამიზნეები კიევის მეტრო, ოდესის აეროპორტი, რუსეთის ცენტრალური ბანკი და ორი კერძო მედია კომპანია - Fontanka.ru და Interfax გახდნენ.

ბრიტანეთის პოლიციის აზრით ეს იმავე ქსელს უკავშირდება, ვინც სოლსბერიში ყოფილი რუსი ჯაშუში სერგეი სკრიპალი მოწამლა.

კომენტარები