სამხრეთ კორეა

სამხრეთ კორეის სასამართლომ ექსპრეზიდენტს კორუფციის გამო 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

ლი მიონ ბაკი
Reuters

სამხრეთ კორეაში სეულის სასამართლომ ყოფილი პრეზიდენტი ლი მოინ ბაკი კორუფციის ბრალდებებში დამნაშავედ ცნო და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ლი მიონ ბაკი სამხრეთ კორეის პრეზიდენტის პოსტს 2008-2013 წლებში იკავებდა. მის შემდეგ პრეზიდენტი პაკ კინ ჰე გახდა, რომელიც მიმდინარე წლის აპრილში ქრთამის აღებაში და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში დამნაშავედ სცნეს და 24 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

სეულის სასამართლომ დაასკვნა, რომ ლი მიონ ბაკმა მსხვილი კომპანიებისაგან, მათ შორის სამსუგნისგან და მისი ძმის მფლობელობაში არსებული ავტომობილების ნაწილების დამამზადებელი კომპანიისაგან 21 მილიონი აშშ დოლარი მიითვისა. პატიმრობასთან ერთად ყოფილ პრეზიდენტს 13 მილიარდი იუანის (დაახლოებით 11 მილიონი აშშ დოლარი) ოდენობის ჯარიმა დაეკისრა.

76 წლის ლი მიონ ბაკი ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ ეს მოქმედი პრეზიენტის, მუნ ჯე ინის მხრიდან პოლიტიკური შურისძიების ნაწილია.

მუნ ჯე ინი კიდევ ერთი ყოფილი პრეზიდენტის, რო მუ ჰიენის მთავრობაში იკავებდა პოზიციას. ლი მიონ ბაკის მოსვლის შემდეგ რო მუ ჰიენს კორუფციაში დასდეს ბრალი. გამოძიების მიმდინარეობისას მან თავი მოიკლა. ამ სკანდალის გამო მუნ ჯე ინმა ლი მიონ ბაკი გააკრიტიკა, ხოლო ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კორუფციასთან ბრძოლის პირობა დადო.

კომენტარები