დაპირისპირება მე-12 საჯარო სკოლაში

დაპირისპირება მოსწავლეებს შორის - ერთერთი საავადმყოფოში გადაიყვანეს

flickr

თბილისში, 3 ოქტომბერს მე-12 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შორის დაპირისიპირება მოხდა. ერთერთი არასრულწლოვანი საავადმყოფოში იყო გადაყვანილი. როგორც ცნობილია, არასრულწლოვნებს დაპირისპირების დროს ცივი იარაღი არ გამოუყენებიათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

უწყების ცნობით, საქმესთან დაკავშირებით გამოკითხულია მშობლები და სკოლის დირექცია. დანიშნულია ასევე ექსპერტიზა.

კომენტარები