საპენსიო რეფორმა

ევროპულმა საქართველომ მოსახლეობას ალტერნატიული საპენსიო მოდელი წარუდგინა

დღეს ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ ამომრჩევლებთან გამართულ შეხვედრაზე პარტიის მიერ შემუშავებული ალტერნატიული საპენსიო მოდელი წარადგინა. ქართული ოცნების მიერ დამტკიცებული სისტემისგან განსხვავებით, ევროპული საქართველოს მოდელი მოსახლეობას არჩევანს სთავაზობს. სისტემაში გაწევრიანების გადაწყვეტილებას მოქალაქეები ინდივიდუალურად მიიღებენ, ამასთანავე მათ ექნებათ იმის არჩევანიც თუ ხელფასის რა ნაწილი გადარიცხონ საპენსიო ფონდში. 

რა სხვაობაა ქართული ოცნების მიერ მიღებულსა და ევროპული საქართველოს მიერ წარდგენილ საპენსიო სისტემებს შორის?

ქართული ოცნების მოდელი

ქართული ოცნების მიერ მიღებული კანონმდებლობით, მოსახლეობა 2019 წლის პირველი იანვრიდან იძულებით დაზოგვით საპენსიო სისტემაში გაწევრიანდება. მოქალაქეებს, რომელთა ასაკიც 40 წელზე ნაკლებია, საპენსიო ასაკის მიღწევამდე ყოველთვიურად საკუთარი შემოსავლის 6%-ის სახელმწიფო საპენსიო ფონდში გადარიცხვა მოუწევთ. ამ თანხას მათი პენსიაზე გასვლის შემდეგ საპროცენტო სარგებელთან ერთად დაუბრუნებს. 

საპენსიო სქემაში ავტომატურად ჩაერთვება ყველა მოქალაქე, ვინც ანაზღაურებას გაფორმებული კონტრაქტის შედეგად იღებს. სისტემა ნაწილობრივ სავალდებულო პრინციპით მოქმედებს. 40 წელზე უფროსებს არჩევანი ექნებათ, გაწევრიანდნენ თუ არა სისტემაში, 40 წლამდე პირებს კი, დაზოგვის ვალდებულება გაუჩნდებათ. საპენსიო სქემა ეხება დასაქმებულს, დამსაქმებელსა და სახელმწიფოს. წინასწარი პროექტის მიხედვით, მათი თანამონაწილეობა გამოისახება შემდეგი ფორმულით:

  • დასაქმებული ფონდში რიცხავს ყოველთვიური ხელფასის 2%-ს.
  • დამსაქმებელი ფონდში რიცხავს დასაქმებულის ხელფასის 2%-ს.
  • სახელმწიფო დასაქმებულის საშემოსავლო გადასახადიდან იღებს 2%-ს და მას საპენსიო ფონდში რიცხავს.

მივიღეთ ფორმულა 2%+2%+2%, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველთვიურად დასაქმებულის მთლიანი (და არა ის, რასაც ხელზე იღებს) ხელფასის 6% დაიზოგება.

თუ პირის შემოსავალი წელიწადში 60 000 ლარზე მეტია, სახელმწიფო მისი საშემოსავლი გადასახადიდან საპენსიო ფონდში კონტრიბუციას არ მოახდენს. 

ამ ფულს სპეციალური საპენსიო სააგენტო განკარგავს. თანხა ჩაიდება ადგილობრივ საფინანსო აქტივებში - სახაზინო ობლიგაციებსა და ქართული კერძო ბიზნესის მიერ გამოშვებულ ფასიან ქაღალდებში. ფონდის სანვესტიციო საქმიანობაზე ზედამხედველი ეროვნული ბანკი იქნება. 

საპენსიო რეფორმა ვალდებულებებს დამსაქმებლებსაც აკისრებს, მათ ფონდში დასაქმებულის ხელფასის 2%-ის მოცულობის შენატანები უნდა განახორციელონ, რაც კომპანიებისთვის დამატებით ხარჯს წარმოადგენს. დასაქმებულისგან განსხვავებით დამსაქმებლებს არჩევანი არ აქვთ, თუ დასაქმებული ფონდში მონაწილეობას დათანხმდა, მის დამსაქმებელს სხვა გზა არ რჩება, და ისიც ავტომატურად ერთვება სქემაში, ეს კი მათთვის ახალი გადასახადის დაწესებასთან საკმაოდ ახლოსაა. სქემაში ჩართვის შემდეგ კომპანიებს სამი არჩევანი აქვთ:

  1. დასაქმებულის საპენსიო ფონდში ჩარიცხონ დასაქმებულის ხელფასის 2% ისე, რომ დასაქმებულის ხელფასის მოცულობა არ შემცირდეს. ამ შემთხვევაში, დამსაქმებლის ხარჯები იზრდება. მაგალითად, თუ ხელფასია 1000 ლარი, დასაქმებულის ხელფასი დარჩება 1000 ლარი და ამასთან ერთად, დამსაქმებელი კიდევ 20 ლარს ჩარიცხავს ფონდში. ჯამში დამსაქმებლისთვის დასაქმებულის ხარჯი გაიზრდება 20 ლარით.
  2. დამსაქმებლებს შეუძლიათ, საპენსიო ფონდში ჩასარიცხი 2% მოაკლონ დასაქმებულის ხელფასს და ისე მიმართონ საპენსიო ფონდში. ამ შემთხვევაში დამსაქმებლის ხარჯები უცვლელია, მაგრამ დასაქმებულის ხელფასი 2%-ით მცირდება.
  3. ნებისმიერი სახის თანაფარდობა ხელფასის 2%-ით შემცირებასა და დასაქმებულის შენახვის ხარჯების 2%-ით ზრდას შორის.

საპენსიო რეფორმის ეს ნაწილი ყველაზე მეტად ჰგავს ბიზნესისთვის ახალი გადასახადის დაწესებას, რადგანაც დასაქმებულთა ნაწილისგან (40-წელზე უფროსების) განსხვავებით, დამსაქმებლებებს არანაირი არჩევანი არ აქვთ. თუ მათი დასაქმებული ფონდში გაწევრიანებას გადაწყვეტს, მათაც სავალდებულო პრინციპით უნდა განახორციელონ კონტრიბუციები.

რას მიიღებთ:

თუ თქვენი შემოსავალი 500 ლარია, 20 წლის განმავლობაში დაზოგვის შემთხვევაში, იმ კალკულაციით, რაც ქართულმა ოცნებამ წარადგინა, თქვენ ყოველთვიურად დაახლოებით 85-ლარიან პენსიას მიიღებთ. ანუ, ოცნების მოდელით, 500 ლარის ხელფასის პირობებში დაზოგვა, საპენსიო ასაკში დაახლოებით 85 ლარის პენსიას ნიშნავს.

ევროპული საქართველოს მოდელი

ქართული ოცნების მოდელისგან განსხვავებით, რაც ქვეყანაში პრაქტიკულად ახალი გადასახადის დაწესებას წარმოადგენს, ევროპული საქართველოს მოდელი პირიქით, გადასახადების შემცირებას. ამ სისტემის ამოსავალი წერტილი მოქალაქეთა ინდივიდუალური არჩევანია. აღნიშნული სისტემა დაბალშემოსავლიან მოსახლეობას საპენსიო ასაკისთვის გაცილებით დიდი თანხის შეგროვების შესაძლებლობას აძლევს, ვიდრე ქართული ოცნების სისტემა. ამის მიზეზია ის, რომ ევროპული საქართველოს მოდელი ათიათასობით მოქალაქეს საშემოსავლო გადასახადის სრულად დაბრუნების შესაძლებლობას აძლევს. წარმოდგენილი სისტემა ყველაზე ახლოს ახალ ზელანდიურ საპენსიო სისტემა Kiwisaver-თან დგას.

რეფორმის აღწერა:

  • თუ თქვენი მთლიანი ხელფასი თვეში 500 ლარამდეა, თქვენ მოგეცემათ უფლება მთლიანი ხელფასის მაქსიმუმ 6% (24 ლარი) გადარიცხოთ საპენსიო ფონდში. იმ შემთხვევაში თუ სისტემაში გაწევრიანების გადაწყვეტილებას მიიღებთ, სახელმწიფო საკუთარ თავზე იღებს ვალდებულებას, თქვენ მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახი სრულად მიმართთოს თქვენივე საპენსიო ანგარიშზე. ეს 500 ლარის შემთხვევაში 100 ლარს ნიშნავს. ანუ, მოქალაქეს, რომელსაც თვეში 500 ლარის შემოსავალი აქვს, საპენსიოდ ყოველთვიურად 124 ლარი ეზოგება. შედარებისთვის, ოცნების მოდელით, 500 ლარის ხელფასის შემთხვევაში საპენსიო დანაზოგი მხოლოდ 30 ლარია. 
  • თუ თქვენი მთლიანი ხელფასი თვეში 500-1000 ლარამდეა, თქვენ მოგეცემათ უფლება ხელზე ასაღები ხელფასის მაქსიმუმ 8% (64 ლარი) გადარიცხოთ საპენსიო ფონდში. იმ შემთხვევაში თუ სისტემაში გაწევრიანების გადაწყვეტილებას მიიღებთ, სახელმწიფო საკუთარ თავზე იღებს ვალდებულებას, თქვენ მიერ არჩეული კონტრიბუციის (ამ შემთხვევაში 8%-ის) ორმაგი ოდენობის თანხა მიმართოს თქვენი საშემოსავლო გადასახადიდან თქვეს საპენსიო ანგარიშზე. ეს ნიშნავს რომ 1000 ლარის ხელფასის პირობებში, თქვენ ზოგავთ 80 ლარს, რასაც სახელმწიფო თქვენი საშემოსავლო გადასახადიდან, რაც 200 ლარს წარმოადგენს, 160 ლარი თქვენს საპენსიო ანგარიშზე მიმართოს. ანუ, 1000 ლარის ხელფასის პირობებში ჯამში მაქსიმუმ 224 ლარი იზოგება. შედარებისთვის, ოცნების მოდელით, 500 ლარის ხელფასის შემთხვევაში საპენსიო დანაზოგი მხოლოდ 30 ლარია. 
  • თუ თქვენი მთლიანი ხელფასი თვეში 1000-1500 ლარამდეა, თქვენ მოგეცემათ უფლება ხელზე ასაღები ხელფასის მაქსიმუმ 10% (120 ლარი) გადარიცხოთ საპენსიო ფონდში. იმ შემთხვევაში თუ სისტემაში გაწევრიანების გადაწყვეტილებას მიიღებთ, სახელმწიფო საკუთარ თავზე იღებს ვალდებულებას, თქვენ მიერ არჩეული კონტრიბუციაზე, ამ შემთხვევაში 10%-ზე, 1.4-ჯერ დიდი ოდენობის თანხა მიმართოს თქვენი საშემოსავლო გადასახადიდან თქვეს საპენსიო ანგარიშზე. ეს ნიშნავს რომ 1500 ლარის ხელფასის პირობებში, თქვენ ზოგავთ 120 ლარს, რასაც სახელმწიფო თქვენი საშემოსავლო გადასახადიდან, 210 ლარს უმატებს. ანუ, 1500 ლარის ხელფასის პირობებში ჯამში მაქსიმუმ 330 ლარი იზოგება;
  • თუ თქვენი მთლიანი ხელფასი თვეში 1500-2000 ლარამდეა, თქვენ მოგეცემათ უფლება ხელზე ასაღები ხელფასის მაქსიმუმ 12% (192 ლარი) გადარიცხოთ საპენსიო ფონდში. იმ შემთხვევაში თუ სისტემაში გაწევრიანების გადაწყვეტილებას მიიღებთ, სახელმწიფო საკუთარ თავზე იღებს ვალდებულებას, თქვენ მიერ არჩეული კონტრიბუციის, ამ შემთხვევაში 12%-ის ტოლფასი თანხა მიმართოს თქვენი საშემოსავლო გადასახადიდან თქვეს საპენსიო ანგარიშზე. ეს ნიშნავს რომ 2000 ლარის ხელფასის პირობებში, თქვენ ზოგავთ 192 ლარს, რასაც სახელმწიფო თქვენი საშემოსავლო გადასახადიდან, 240 ლარს უმატებს. ანუ, 2000 ლარის ხელფასის პირობებში ჯამში მაქსიმუმ 432 ლარი იზოგება;
  • თუ თქვენი მთლიანი ხელფასი თვეში 2000-2500 ლარამდეა, თქვენ მოგეცემათ უფლება ხელზე ასაღები ხელფასის მაქსიმუმ 14% (280 ლარი) გადარიცხოთ საპენსიო ფონდში. იმ შემთხვევაში თუ სისტემაში გაწევრიანების გადაწყვეტილებას მიიღებთ, სახელმწიფო საკუთარ თავზე იღებს ვალდებულებას, თქვენ მიერ არჩეული კონტრიბუციის, ამ შემთხვევაში 14%-ის 0.57-ის ტოლფასი თანხა მიმართოს თქვენი საშემოსავლო გადასახადიდან თქვეს საპენსიო ანგარიშზე. ეს ნიშნავს რომ 2500 ლარის ხელფასის პირობებში, თქვენ ზოგავთ 280 ლარს, რასაც სახელმწიფო თქვენი საშემოსავლო გადასახადიდან, 199 ლარს უმატებს. ანუ, 2500 ლარის ხელფასის პირობებში ჯამში მაქსიმუმ 479 ლარი იზოგება;
  • თუ თქვენი მთლიანი ხელფასი თვეში 2500-3000 ლარამდეა, თქვენ მოგეცემათ უფლება ხელზე ასაღები ხელფასის მაქსიმუმ 16% (384 ლარი) გადარიცხოთ საპენსიო ფონდში. იმ შემთხვევაში თუ სისტემაში გაწევრიანების გადაწყვეტილებას მიიღებთ, სახელმწიფო საკუთარ თავზე იღებს ვალდებულებას, თქვენ მიერ არჩეული კონტრიბუციის, ამ შემთხვევაში 16%-ის 0.25-ის ტოლფასი თანხა მიმართოს თქვენი საშემოსავლო გადასახადიდან თქვეს საპენსიო ანგარიშზე. ეს ნიშნავს რომ 2500 ლარის ხელფასის პირობებში, თქვენ ზოგავთ 384 ლარს, რასაც სახელმწიფო თქვენი საშემოსავლო გადასახადიდან, 120 ლარს უმატებს. ანუ, 3000 ლარის ხელფასის პირობებში ჯამში მაქსიმუმ 504 ლარი იზოგება;
  • ამაზე დიდ ხელფასზე სახელმწიფო თანამონაწილეობა აღარ ვრცელდება.

40 წლის 500 ლარიანი დარიცხული ხელფასის მქონე ადამიანი, პენსიაზე გასვლის მომენტიდან, საბაზო პენსიის გარეშე, დაგროვებითი სქემით მიიღებს ყოველთვიურად 576 ლარს. უფრო მაღალშემოსავლიანი ადამიანების დაგროვებული პენსია კი, კიდევ უფრო მეტი იქნება.

"ევროპული საქართველოს" მიერ შემუშავებული დაგროვებითი საპენსიო სისტემით, დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეს დაგროვილი თანხის მთლიანად ან ნაწილობრივ საპენსიო ასაკამდე გამოტანა შეუზღუდავად შეუძლია. ასეთ დროს, თუ მინიმუმ 20 წელი აგროვებდა, დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილე თანხას სრულად, დაუბეგრავად იღებს.

დაზოგილ თანხებს განკარგავენ კერძო საპენსიო ფონდები, რომელთაც ზედამხედველობას საქართველოს ეროვნული ბანკი გაუწევს.

რეფორმის მიხედვით, მოქალაქეები პენსიას საბაზო პენსიასთან ერთად მიიღებენ. 

ალტერნატიული საპენსიო სისტემის პრეზენტაცია კითხვა-პასუხი

 

კომენტარები