საბჭოთა რეჟიმი

აშშ-ის სენატი: სტალინმა ჰოლოდომორის დროს უკრაინელი ხალხის გენოციდი მოაწყო

alexander wlenerberger (creatie commons)

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც აღნიშნავს, რომ საბჭოთა დიქტატორმა, იოსებ სტალინმა 1930-იანი წლების დასაწყისში უკრაინელი ხალხის მიმართ გენოციდი მოაწყო, როცა მილიონობით ადამიანი შიმშილისგან დაიღუპა. საუბარია 1932-33 წლებზე, ჰოლოდომორზე.

3 ოქტომბერს მიღებული რეზოლუცია ჰოლოდომორის შემდეგ 85 წლისთავს ეხმაურება და დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ეს უკრაინელი ხალხის მიმართ საბჭოთა რეპრესიული პოლიტიკის გახსენებას ემსახურება.

რეზოლუციას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო. როგორც მან ტვიტერზე დაწერა, სენატის გადაწყვეტილებას მიესალმება და აღნიშნა, რომ ეს უკრაინულ-ამერიკული სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ ერთი შედეგია. გარდა ამისა, პოროშენკომ იმედი გამოთქვა, რომ სხვა ქვეყნებიც იგივეს გააკეთებენ.

უკრაინაში მასობრივი შიმშილობა, ჰოლოდომორი 1932-33 წლებში იყო, როცა საბჭოთა ხელისუფლებამ უკრაინის მოსახლეობას კოლექტივებში შესვლა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის დათმობა აიძულა. შედეგად, რამდენიმე მილიონი ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები