გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია

ასობით მეცნიერი CERN-ის ფიზიკოსს სექსიზმში ადანაშაულებს

0 კომენტარი
ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია

1600-ზე მეტმა მეცნიერმა ხელი მოაწერა განცხადებას, რომელშიც დაგმობილია იტალიერი ფიზიკოსის, პროფესორ ალესანდრო სტრუმიას პრეზენტაცია. ახალგაზრდა ქალი ფიზიკოსების აუდიტორიის წინაშე ის ამტკიცებდა, რომ ფიზიკა კაცების მიერაა შექმნილი და ქალებს ფიზიკის ათვისება უჭირთ. 

ბირთვული კვლევების ევროპულმა ორგანიზაციამ (CERN) მეცნიერი კვლევებს ჩამოაშორა, პისას უნივერსიტეტმა და ევროპის მკვლევართა საბჭომ კი გამოიძიება დაიწყო. 

"სტრუმიას არგუმენტები მორალურად დასაგმობია. ის ამცირებს ფერადკანიანი და ქალი მეცნიერების ლეგიტიმაციას, სუსტი და შეურაცხმყოფელი არგუმენტებით, რომელიც გამოხატავს ღრმა უპატივცემულობას კაცობრიობის ნახევარზე მეტის მიმართ, რასაც არა მეცნიერული ლოგიკა, არამედ სხვა წყარო აქვს."- წერია განცხადებაში, რომელსაც ასობით ფიზიკოსი აწერს ხელს. 

სტრუმია უარყოფს, რომ მისი მონაცემები მიკერძოებული იყო და მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას პოლიტკორექტულობას აბრალებს.  მისი თქმით, ციტირების და დასაქმების მონაცემები აჩვენებს, რომ ფუნდამენტურ ფიზიკაში ქალების დისკრიმინაცია არ ხდება. "ჩვენ ვაფასებთ საქმეს, გენდერის მიუხედავად."- უთხრა მან BBC-ს. 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები