ფარული ჩანაწერები

ახალ ფარულ ჩანაწერში ოქუაშვილი და ყიფიანი 4 მილიონი დოლარის მიტანაზე საუბრობენ

იბერია

Rustavi 2-მა ახალი ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელშიც "ომეგა" ჯგუფის დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი, სპორტის ყოფილ მინისტრთან, ლევან ყიფიანთან ერთად ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას განიხილავს და 4 მილიონი დოლარის მიტანის შესახებ საუბრობს. 

რუსთავი 2-მა ფარული ჩანაწერები, რომლებშიც ზაზა ოქუაშვილი და ლევან ყიფიანი ფიგურირებენ, ადრეც გაავრცელა. ერთ-ერთ მათგანში, "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილთან მისი კონკურენტი კომპანიის წარმომადგენლები საუბრობენ და სიგარეტის ბაზრის განაწილების გეგმას განიხილავენ.

ჩანაწერში საუბარია სიგარეტის რეალიზაციიდან 50%-იანი წილის "ქართული ოცნების" ფონდისთვის გადაცემაზე. გავრცელებულ კიდევ ერთ ფარულ აუდიო ჩანაწერში ზაზა ოქუაშვილს სპორტის ყოფილი მინისტრი, ლევან ყიფიანი მისთვის და სხვა მაღალჩინოსნებისთვის ავტომობილების გადაცემას სთხოვს.

24 სექტემბერს კი გავრცელდა კიდევ ერთი ფარული ჩანაწერი, სადაც ოქუაშვილისა და "ომეგა ჯგუფის" კონკურენტი კომპანია "თბილისის თამბაქოს" ერთ-ერთი აქციონერის, გიორგი ჩუბინიშვილის საუბარია ასახული. ჩანაწერის მიხედვით, თითოეული სიგარეტის კოლოფის რეალიზაციის შედეგად ქართული ოცნების ფონდში 2.5 თეთრი მიემართება. ზაზა ოქუაშვილის მიერ რუსთავი 2-ისთვის ინტერვიუს მიცემამდე გამოქვეყნებული ფარული ჩანაწერების მიხედვით, ლევან ყიფიანი მას დიდძალი ქრთამის გადახდას სთხოვდა, რაზეც ის უარს აცხადებდა. უკანასკნელ ინტერვიუში კი თავად ოქუაშვილმა აღიარა, რომ ყიფიანი მან დაიქირავა სახელმწიფოსთან მოლაპარაკებაში. ასევე ოქუაშვილმა 4 მილიონის მოცულობის ქრთამის გადახდა აღიარა.

 

ლევან ყიფიანი: ვიტყვი, რო მე ამას ვეძახი, ამას რო ეს არის კონტრიბუცია და,

ზაზა ოქუაშვილი: სამნახევარი, სამნახევარი,

ლევან ყიფიანი: ხო ხო, კონტრიბუცია, და ამას აღარ ვიძახი, რო შევიდეს. იქ შევა, ეს უკვე შენი სახელით. ვიძახი რო იქ შევიდეს.

ზაზა ოქუაშვილი: ამხელა თანხები არ ვიცი! ბიძინა, ბიძინამ გახსოვს, მაშინ როგორ გვითხრა დიდი თანხები, 4 მილიონი ბიძინამ მითხრა და ახლა ვინ მეუბნება? ვინმე შემხვდება კიდევ?

ლევან ყიფიანი: შეგახვედრებ რა, 

ზაზა ოქუაშვილი: ამაზე თუ ვიტყვი თანხმობას, ამუშავდება ფაბრიკა? 

ლევან ყიფიანი: ხო ხო

ზაზა ოქუაშვილი: წინასწარ უნდა მოვიტანო თანხა? 

ლევან ყიფიანი: ნუ ახლა, ვინ გენდობა, ახლა თუ ჭკვიანი და ის არის ასეთ სიტუაციაში

ზაზა ოქუაშვილი: წინასწარ თანხა, მაშინ ბიძინამ მაინც გვითხრა და ახლა შენ მეუბნები და...

ლევან ყიფიანი: რა მნიშვნელობა აქვს, ხო დაინახავ ფაქტს. ფაქტს ხო დაინახავ, ტყუილად ხო არ გავა ეს თანხა, ფაქტს რო დაინახავ

ზაზა ოქუაშვილი: როგორ დავინახავ ფაქტს?

ლევან ყიფიანი: როგორ და დაიწყება მუშაობა

ზაზა ოქუაშვილი: დღეს თანხა უნდა გავცე? 

ლევან ყიფიანი: ხვალვე გავა ისა, დაიწყება მუშაობა

ზაზა ოქუაშვილი: ამხელა კონტრიბუშენი და ბიუჯეტს არ აკლდება? 

ლევან ყიფიანი: როგორ არ აკლდება, როგორ არ აკლდება. 

ზაზა ოქუაშვილი: ოთხნახევარი ხო არ აკლდება, სამნახევარი

ლევან ყიფიანი: სამნახევარი არა

ზაზა ოქუაშვილი: საიდან? ქეშის პრობლემაა ჯერ ეს. ერთი, საიდან მოვიტანო მე ეს სამ მილიონ ნახევარი ქეში? ბანკიც არ გასცემს მაგას, გახსოვს მაშინ მთელი გახარია და ის ჩაერია, ამხელა ქეში მაშინაც რო გასცეს თვალები ამომივიდა შუბლზე. 

ლევან ყიფიანი: კიდევ ერთხელ გეუბნები, იმის ისა, რაქვია

ზაზა ოქუაშვილი: პრემიერთან შევალთ? 

ლევან ყიფიანი: შევიდეთ კი, მარა უნდა ვთქვათ, პირველი ბიუჯეტი

ზაზა ოქუაშვილი: მაშინ შევხვდეთ პრემიერს, ძალიან პატივს ვცემ ანზორსაც, ოთარსაც, მარა სიტყვაზე მაშინაც 

ლევან ყიფიანი: ოთარის დედაც მოვ**ან

ზაზა ოქუაშვილი: ხო მარა, მახსოვს, ბიძიან იქნება საქმის კურსში თუ? 

ლევან ყიფიანი: რა თქმა უნდა, ჩააყენებენ საქმის კურსში, ჩააყენებენ

ზაზა ოქუაშვილი: იმიტომ, რომ ამხელა თანხა ბიძინას გარეშე

ლევან ყიფიანი: ნუ რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა

ზაზა ოქუაშვილი: რო შევხვდეთ ბიძინას კიდე

ლევან ყიფიანი: ნუ ახლა, თუ გამოიჩინა რაღაც ყურადღება, შეიძლება თვითონ გვითხრას და ავიდეთ, ვთქვათ. მაშინაც იყო ჩართული, იმიტომ რომ ოთარმა უთხრა, იმიტომ რომ მაგი იყო ჩარეული და მაგან იმასქნა, მაგი იყო ის 

ზაზა ოქუაშვილი: მაშინ თვითონ რომ გვითხრა უკვე სხვა რაღაც იყო 

ლევან ყიფიანი: მაშინ თვითონ რომ გვითხრა, ოთარმაც გვითხრა, თვითონ კი არ დაესიზმრა. არც ციფრები იცოდა. 

ზაზა ოქუაშვილი: მაგრამ თვითონ ხო გვითხრა 4 მილიონიო თავისით

ლევან ყიფიანი: გაგვიმეორა

ზაზა ოქუაშვილი: ხო გაგვიმეორა

ლევან ყიფიანი: მერე გვითხრა, რომ გვაწვებოდა. გახსოვს, რო ისა მე ვუთხარი მეუბნება 4 მილიონ დოლარს მეთქი და არაო, რას გეუბნეა ეგ ერთია და რა ითქვა ისო, ხო გახსოვს?

ზაზა ოქუაშვილი: კი მახსოვს, ოთარს მოვიყვან თუ გინდა აქაო? 

ლევან ყიფიანი: ხო, მარა რო გვაწვებოდა გახსოვს ისა? 

ზაზა ოქუაშვილი: ოთარი 

ლევან ყიფიანი: ხო ისაო, ლარი კი არ გითხრარით, დოლარი გითხარითო 

ზაზა ოქუაშვილი: კვირიკაშვილმა რომ უთხრა ჩემი ის ხო არ იყოვო უფროსიო, ტიროდა აქაო, ხოდა რო შევხვდეთ, რო შევხვდეთ ბიძინას მაშინ? 

ლევან ყიფიანი: ვნახოთ, გვეტყვის რა ყველაფერს 

ზაზა ოქუაშვილი: ყოველ შემთვევაში, ბიძინას ეცოდინება, არ იქნება ბიძინასგან დამალული?

ლევან ყიფიანი: კი, კი, კი, კი.

კომენტარები