ავტოსაგზაო შემთხვევა

ვაზიანში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ქვეითად მოსიარულე ადამიანი ემსხვერპლა

metro.us

გუშინ, ვაზიანში, მსუბუქი ავტომობილი სამ ქვეითად მოსიარულე ადამიანს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად ორი ქვეითად მოსიარულე დაიღუპა, მსუბუქი ავტომობილის მძღოლი და ერთი ქვეითად მოსიარულე კი დაშავდნენ.

დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები და შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ.

გამოძიება 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს, რომელიც გულისხმობს ქმედებას, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ექვსიდან ათ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

კომენტარები