ფარული ჩანაწერები

კახა კალაძე: ეს არის გაყალბებული ჩანაწერები, წინა ხელისუფლების ხელწერა

facebook.com/kakhakaladzeofficial

თბილისის მერმა, კახა კალაძემ რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებულ, "ომეგა ჯგუფთან" დაკავშირებულ ფარულ ჩანაწერებზე ისაუბრა.

"ეს არის გაყალბებული ჩანაწერები, ამოჭრილი, მიჭრილი, მოჭრილი. ეს ჩვეულებრივი წინა ხელისუფლების ხელწერა არის და ჩვენ არაერთი მაგალითი გვახსოვს ასეთი ჩანაწერების და ვინ იყო ამის შემოქმედი და ვინ აკეთებდა ამ ყველაფერს მე მგონი საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის. მე არ ვიცი ახლა ეს დეტალები და საქმეები არ ვიცი. თუ ვინმეს წინააღმდეგ არსებობს რაიმე დამადასტურებელი ფაქტი, მტკიცებულება, რა თქმა უდნა გამოძიება უნდა დაიწყოს", - თქვა თბილისის მერმა.

რუსთავი 2-მა გუშინ ახალი ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელშიც "ომეგა" ჯგუფის დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი, სპორტის ყოფილ მინისტრთან, ლევან ყიფიანთან ერთად ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას განიხილავს და 4 მილიონი დოლარის მიტანის შესახებ საუბრობს. 

ტელეკომპანიამ ფარული ჩანაწერები, რომლებშიც ზაზა ოქუაშვილი და ლევან ყიფიანი ფიგურირებენ, ადრეც გაავრცელა. ერთ-ერთ მათგანში, "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილთან მისი კონკურენტი კომპანიის წარმომადგენლები საუბრობენ და სიგარეტის ბაზრის განაწილების გეგმას განიხილავენ.

კომენტარები