ჯეიმს ბონდი

ჯეიმს ბონდის პროდუსერი: ჯეიმს ბონდი კაცია და სავარაუდოდ ის დარჩება როგორც კაცი

0 კომენტარი
ფოტო: BBC.com

ჯეიმს ბონდის პროდუსერმა, ბარბარა ბროქოლიმ ქალი მსახიობის მიერ ჯეიმს ბონდის როლის თამაშის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, სავარაუდოდ ჯეიმს ბონდი არასდროს იქნება ქალი.

"ჯეიმს ბონდი კაცია. ის დაწერილია, როგორც კაცი და სავარუდოდ დარჩება როგორც კაცი. ეს ნორმალურია. არ არის საჭირო კაცი პერსონაჟები ქალებად გარდავქმნათ", - თქვა ბარბარა ბროქოლიმ.

გასულ წელს, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ტერეზა მეიმ თქვა, რომ ერთ დღეს შესაძლოა ქალი ჯეიმს ბონდი გვყავდეს.

ბარბარა ბროქოლის თქმით, ჯეიმს ბონდის ქალად გარდაქმნას ჯობს, რომ უფრო მეტი ქალი პერსონაჟი შეიქმნას.

"ჯეიმს ბონდის ქალად გარდაქმნის ნაცვლად, უნდა შეიქმნას უფრო მეტი ქალი პერსონაჟი და ამბავი უფრო მეტად უნდა მოერგოს ქალ პერსონაჟებს", - თქვა ბარბარა ბროქოლიმ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: პატიმრობის მისჯის შემდეგ მსჯავრდებული ტყეში გაიქცა, 58 წლის კაცი უკვე დავაკავეთ

კომენტარები