ხანძარი პორტუგალიაში

ლისაბონის დასავლეთ ნაწილში ხანძარია

0 კომენტარი
ფოტო: Reuters

პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონის დასავლეთ ნაწილში ხანძარია

სტიქიას 700-ზე მეტი მეხანძრე ებრძვის. ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოებში ჩართულია 6-ზე მეტი სახანძრო თვითმფრინავი.

ცეცხლი ლისაბონში გუშინ ღამით გაჩნდა. ხანძრის გამო 300-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. 

ოფიციალური პირების ცნობით, მსუბუქად დაშავებულია 18 ადამიანი, უმეტესად მეხანძრე. მათივე ინფორმაციით, ცეცხლი ძლიერმა ქარმა და ოქტომბრისთვის უჩვეულოდ მაღალმა ტემპერატურამ გამოიწვია.

პორტუგალიაში გასულ წელსაც დიდი ტყის ხანძრები იყო, რასაც 114 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წარსულში ნასამართლევი პირი თბილისში მოპედის ქურდობისთვის დააკავეს

კომენტარები