ბრაზილია

ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ბოლსონარო და ჰადადი გავიდნენ

ჟაირ ბოლსონარო, ფერნანდო ჰადადი
Reuters

ბრაზილიის საპზრეზიდენტო არჩევნებში ულტრა-მემარჯვენე კანდიდატმა, ჟაირ ბოლსონარომ გაიმარჯვა, თუმცა მან ხმათა მხოლოდ 46%-ის მოპოვება შეძლო, რის გამოც ქვეყანაში არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

მეორე ტურში გავიდა მემარცხენე მუშათა პარტიის კანდიდატი ფერნანდო ჰადადიც, რომელმაც პირველ ტურში ხმათა 29% მოაგროვა.

არჩევნების მეორე ტური 28 ოქტომბერსაა დანიშნული.

შეგახსენებთ, რომ სექტემბრის დასაწყისში წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრისას ბოლსონაროს თავს დაესხნენ და ცივი იარაღით დაჭრეს.

თავდამსხმელს ბოლსონაროს მხარდამჭერებმა სცემეს. ის ადგილზევე დააკავეს. თავდამსხმელი 40 წლის ადელიო ობისპო დე ოლივიერაა, რომელსაც, პოლიციის მიხედვით, ფსიქიკასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს.

ბოლსონარო, 63 წლის ყოფილი სამხედრო კაპიტანი 1980 წლიდან სამხედროების უფლებებს იცავს. ის სოციალ-ლიბერალების პარტიას წარმოადგენს და მხარს უჭერს იარაღზე კონტროლის კანონების შემსუბუქებას, სიკვდილით დასჯის შემოღებას და აბორტის აკრძალვას.

ის ხშირად ყოფილა კრიტიკის ობიექტი და მისთვის "ბრაზილიელი ტრამპიც" უწოდებიათ რასისტული, ჰომოფობიური და სექსისტური გამონათქვამების გამო.

2011 წელს Playboy-ს ჟურნალისათვის მიცემულ ინტერვიუში მან თქვა, რომ გეი შვილის შეყვარებას ვერ შეძლებდა და ურჩევნია ასეთი შვილი უბედური შემთხვევის დროს დაიღუპოს.

2015 წელს ის დააჯარიმეს, რადგან კონგრესმენ ქალზე თქვა, რომ ის არ ღირს გაუპატიურებად, რადგან ძალიან მახინჯია.

რასისტული გამონათქვამების გამო მის წინააღმდეგ გამოძიებაც მიმდინარეობდა.

 

კომენტარები