ლგბტ უფლებები

რუმინეთში ერთნაირსქესიანთა ქორწინების კონსტიტუციით აკრძალვაზე რეფერენდუმი ჩაიშალა

0 კომენტარი
ფოტო: EPA

რუმინეთში ერთნაირსქესიან წყვილთა ქორწინების კონსტიტუციით აკრძალვის თაობაზე გამართული რეფერენდუმი დაბალი აქტივობის გამო ჩაიშალა.

რეფერენდუმზე მოსახლეობას უნდა გადაეწყვიტა, სურდათ თუ არა კონსტიტუციის შეცვლა, რათა მასში აღნიშნულიყო, რომ ქორწინება მხოლოდ ქალსა და მამაკაცს შორისაა შესაძლებელი.

რეფერენდუმზე ამომრჩეველთა მხოლოდ 20.4% მივიდა, ხოლო იმისათვის, რომ რეფერენდუმი შემდგარიყო სულ მცირე 30%-ის მონაწილეობა იყო საჭირო.

რეფერენდუმზე მისულთა 91.6%-მა ცვლილებას მხარი დაუჭირა.

ცვლილების მოწინააღმდეგეებმა რეფერენდუმს ბოიკოტი გამოუცხადეს.

შეგახსენებთ, რომ რუმინეთი ერთნაირსქესიან წყვილთა ქორწინებას არ აღიარებს. მმართველი სოციალ დემოკრატიული პარტია რეფერენდუმის ჩატარებას მხარს უჭერდა. ოპოზიციური პარტიის "რუმინეთის გადარჩენის კავშირის" წარმომადგენლებმა "ფანტაზიაზე 40 მილიონი ევროს გაფლანგვის" გამო რუმინეთის მთავრობას გადადგომისაკენ მოუწოდეს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ისანში ინდოეთის მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით მისი მეზობელი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები