Space X

ილონ მასკის Space X-ის კოსმოსურმა ხომალდმა კალიფორნიის ცა გაანათა

ილონ მასკის SpaceX კომპანიამ კალიფორნიიდან სატელიტი კოსმოსში წარმატებით აამოქმედა. 

რაკეტის დაშვებისას შტატის ცა განათდა. ტვიტერის მომხმარებლები ფოტოებს აზიარებენ, მათ შორისაა ლოს ანჯელესის მერი ერიკ გარსეტი.

ფალკონ 9-მ არგენტინის SAOCOM 1A-ის სატელიტი ვანდერნბერგის საჰაერო ძალების ბაზიდან ლოს ანჯელესის ჩრდილოეთ სანაპიროზე გადაიტანა.

ხომალდის პირველი და მრავალჯერადი ნაწილი წარმატებით დაეშვა, ეს ბუსთერის პირველი დაფრენა იყო დასავლეთ სანაპიროზე.

აფრენა ადგილობრივი დროით 19:21 საათზე დაიწყო, დაახლოებით 8 წუთის შემდეგ რაკეტის პირველი ნაწილი ბაზაზე უსაფრთხოდ დაბრუნდა.

SpaceX-ს  შექმნილი აქვს ხომალდები, რომელთა გამოყენებაც მრავალჯერ არის შესაძლებელი, ის ხარჯებსაც ამცირებს. 

კომპანია ამბობს, რომ ეს ბუსთერის დაშვების 30-ე შემთხვევაა, მათგან პირველი დასავლეთ სანაპიროზე. დანარჩენები კი ფლორიდაში, ზღვაზე მოხდა. 

არგენტინის სატელიტი მომენტალურად აღმოაჩენს ბუნებრივ კატასტროფებს. სატელიტი დედამიწის ზედაპირიდან 385 მილზე (620კმ) მდებარეობს. 

კომენტარები