ანდრეი ზვიაგინცევი

რეჟისორი ანდრეი ზვიაგინცევი თბილისში ჩამოდის

0 კომენტარი

რეჟისორი ანდრეი ზვიაგინცევი თბილისში ჩამოდის. ის თეატრალურ უნივერსიტეტში 22-23 ოქტომბერს მასტერკლასს ჩაატარებს, 24 ოქტომბერს კი ფილმის "უსიყვარულო" სარეჟისორო ვერსიის ჩვენება გაიმართება, რომლის დასრულების შემდეგაც დამსწრე აუდიტორიას შესაძლებლობა ექნება ავტორთან ღია დისკუსიაში ჩაერთოს.

ზვიაგინცევი საქართველოში  საგანმანათლებლო პროექტის, "თანამედროვე კინოს დიდოსტატების" ფარგლებში ჩამოვა. 

ანდრეი ზვიაგინცევის ხელწერა გამოირჩევა ერთი მხრივ, მწვავე სოციალურ-პოლიტიკური მესიჯებით, ხოლო მეორე მხრივ, ღრმა და პოეტური ნარატივით. რეჟისორმა აღიარება მოიპოვა მსოფლიოს არაერთ წამყვან კინოფესტივალზე: სადებიუტო ფილმისთვის "დაბრუნება" ვენეციის კინოფესტივალის მთავარი ჯილდო "ოქროს ლომი" დაიმსახურა, ხოლო ფილმები "ელენა", "ლევიათანი", "უსიყვარულოდ" კანის კინოფესტივალის გამარჯვებულები გახდნენ. აღსანიშნავია, რომ წელს ადნრეი ზვიაგინცევი კანის ჟიურის წევრიც იყო. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები