ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა

ლონდა თოლორაია: 2017 წელს ოჯახში ძალადობაზე შსს-ს 4000-ზე მეტმა ადამიანმა მომართა

0 კომენტარი
ფოტო: შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ლონდა თოლორაია საჯარო უწყებების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების  წარმომადგენლებს დეპარტამენტის 9-თვიანი მუშაობის შესახებ ანგარიშს წარუდგენს.

მისი თქმით, ოჯახში ძალადობის და დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე მიმართვიანობა გაზრდილია. ლონდა თოლორაია ამბობს, რომ მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით შსს-მ 5 ათასზე მეტი შემაკავებელი ორდერი გამოსცა.

ოჯახურ დანაშაულებზე და ქალთა მიერ მომართვიანობა ნამდვილად გაზრდილია. 2017 წლის მონაცემებით, 4 ათასზე მეტმა მომართა სამართალდამცავ ორგანოს. 9 თვის მონაცემებით კი, გამოცემული გვაქვს 5000-ზე მეტი შემაკავებელი ორდერი. აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც რისკის შეფასების ინსტრუმენტი დაინერგა, 
შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში გამოცემულია ყველაზე მეტი შემაკავებელი ორდერი, რაც იმას ნიშნავს, რომ რისკის შეფასების ინსტრუმენტი ძალიან ეფექტიანად მუშაობს. ამასთანავე, მონიტორინგის პროცესში გამოვლინდნენ მოძალადეები, რაც იმას ნიშნავს, რომ მონიტორინგის ახალი მექანიზმიც მსხვერპლთა დაცვის მიზნით ეფექტიანად მუშაობს", - ამბობს თოლორაია.

მისივე თქმით, უწყებისთვის ამჟამად უმთავრესი გამოწვევა ელექტრო სამაჯურების დანერგვაა.

"ჩვენ ვფიქრობთ, რომ წლის ბოლოსთვის შესაძლებელი იქნება, დაინერგოს ელექტრო სამაჯურები. გავაგრძელებთ საინფორმაციო კამპანიებს. ასევე გაგრძელდება ოჯახში ძალადობის კუთხით გამომძიებლების სპეციალიზაციის პროცესი, რათა ყველა დანაყოფში გვყავდეს სპეციალიზებული ადამიანი, რომელიც 
იმუშავებს ამ მიმართულებით", - აღნიშნავს შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

მისივე ინფორმაციით, დღევანდელ შეხვედრაზე წარმოდგენილ ანგარიშში საუბარია მონიტორინგის შედეგებზე, ასევე, სტატისტიკურ მონაცემებზე, კერძოდ, რამდენად არის გაზრდილი ქალთა მიერ მომართვიანობა ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე. ლონდა თოლორაიას თქმითვე, საუბარი იქნება განხორციელებულ რეფორმებთან დაკავშირებით და იმ სახელმძღვანელოებსა და დოკუმენტებზე, რომლებიც შსს-ს სისტემაში შეიქმნა. გარდა ამისა, დღეს იგეგმება ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის სამომავლო გეგმებზეც.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ნინი გოგიჩაიშვილი

კომენტარები