ოქროს ბურთი

France Football-მა "ოქროს ბურთის" კანდიდატების სია გამოაქვეყნა

France Football-მა იმ ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა, რომლებიც წელს "ოქროს ბურთის" ტიტულისთვის იბრძოლებენ. სიაში 30 ფეხბურთელია:

კრიშტიანუ რონალდუ, ჰარი კეინი, მოჰამედ სალაჰი, ედენ აზარი, სერხიო აგუერო, ალისონი, გარეთ ბეილი, კარიმ ბენზემა, ედინსონ კავანი, ტიბო კურტუა, კევინ დე ბრუინი, რობერტო ფირმინო, დიეგო გოდინი, ანტუან გრიზმანი, ისკო, ნგოლო კანტე, უგო ლორისი, მარიო მანჯუკიჩი, სადიო მანე, მარსელო, კილიან მბაპე, ლიონელ მესი, ლუკა მოდრიჩი, ნეიმარი, იან ობლაკი, პოლ პოგბა, ივან რაკიტიჩი, სერხიო რამოსი, ლუის სუარესი და რაფაელ ვარანი შედიან.

დაჯილდოების ცერემონიალი პარიზში 3 დეკემბერს გაიმართება.

გასულ წელს, "ოქროს ბურთს" პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუ დაეუფლა.

კომენტარები