იაპონია

თეთრმა ვეფხვმა იაპონიის ზოოპარკში მომვლელი მოკლა

იშვიათი ჯიშის თეთრმა ვეფხვმა იაპონიის ზოოპარკში მომვლელი მოკლა.

40 წლის მამაკაცი ვეფხვის გალიაში კისრის არეში მიყებენული ღრმა ჭრილობით იპოვეს. ის საავადმყოფოში გადაყვანამდე გარდაიცვალა.

BBC-ის ცნობით მომვლელს ოთხი თეთრი ვეფხვიდან ერთერთი თავს დაესხა. გარეული ცხოველი ტრანკვილიზატორის მეშვეობით დააძინეს და მომვლელის ცხედარი შემდგომ გამოიტანეს.

უბედური შემთხვევა იაპონიის ქალაქ კაგოშიმას ზოოპარკში მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია.

კომენტარები