სექსუალური შევიწროება

დიდ ბრიტანეთში, სკოლის ფორმაში ჩაცმული 3 გოგოდან ყოველი ერთი შევიწროების მსხვერპლია

0 კომენტარი
ფოტო: BBC.com

ახალი კვლევის მიხედვით, დიდ ბრიტანეთში, სკოლის ფორმაში ჩაცმული სამი გოგოდან ყოველი ერთი საჯაროდ შევიწროების მსხვერპლი გამხდარა.

კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 1 000 თინეიჯერი გოგო, ასევე 14-დან 21 წლამდე გოგოები და აკადემიურ სფეროში დასაქმებული ადამიანები.

აღმოჩნდა, რომ:

1. გოგოების 66% ამბობს, რომ მათ გამოუცდიათ არასასურველი სექსუალური შინაარსის ყურადღება ან არასასურველი ფიზიკური კონტაქტი.

2. გოგოების 35% ამბობს, რომ მათ საჯარო ადგილებში გამოუცდიათ არასასურველი ფიზიკური კონტაქტი - ხელის მოთათუნება, შეხება და ხელის ჩავლება.

3. გოგოები, რომლებიც 8 წლის არიან, ამბობენ რომ ისინი შესწრებიან სექსუალური შევიწროების ფაქტებს.

4. სკოლის ფორმაში ჩაცმული სამი გოგოდან ყოველი ერთი საჯაროდ შევიწროების მსხვერპლი გამხდარა.

5. გამოკითხული გოგოების 1/4 ამბობს, რომ უცნობ ადამიანებს მათთვის ნებართვის გარეშე ფოტო ან ვიდეო გადაუღიათ.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ანკა ვასაძე

კომენტარები