ნიკი ჰეილი

გაეროში აშშ-ის ელჩმა ნიკი ჰეილიმ თანამდებობა დატოვა

Reuters

გავრცელებული ცნობით, გაეროში აშშ-ის ელჩი ნიკი ჰეილი გადადგა.

ჰეილი აშშ-ს გაეროში წელიწადნახევრის მანძილზე წარმოდგენდა. გადადგომის მიზეზი ამ დროისათვის უცნობია.

ჰეილი წარსულში სამხრეთ კაროლინი გუბერნატორი იყო და 2016 წლის არჩევნებამდე დონალდ ტრამპს ხშირად აკრიტიკებდა.

სექტემბერში ჰეილიმ უარყო, რომ New Youk Times-ში გამოქვეყნებული სტატია, სადაც ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ანონიმურობის დაცვით დონალდ ტრამპს და მის პოლიტიკას აკრიტიკებდა, მისი დაწერილი იყო. ჰეილიმ მაშინ დაწერა, რომ ამაყად მსახურობდა ამ ადმინისტრაციაში მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტს ყველაფერში არ ეთანხმებოდა.

კომენტარები