ნიკი ჰეილი

ნიკი ჰეილი აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს არ იყრის

გაერო-ში აშშ-ის ელჩის თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით, თეთრ სახლში პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ნიკი ჰეილი ერთმანეთს შეხვდნენ და შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. 

პრესკონფერენციაზე დონალდ ტრამპა ნიკი ჰეილი გაწეული სამსახურისთვის შეაქო და მადლობა გადაუხადა. ტრამპის თქმით, ჰეილი თანამდებობაზე წლის ბოლომდე დარჩება.

"მან არაჩვეულებრივი სამსახური გაწია. ის ფანტასტიური პიროვნებაა",- თქვა ტრამპმა

მანვე აღნიშნა რომ ჰეილიმ გადადგომის თხოვნით 6 თვის წინ მიმართა, რადგან "დაიღალა და დასვენება სჭირდებოდა". 

ტრამპმა ჰეილის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაბრუნება და მისი სურვილის შესაბამისი პოზიციის არჩევაც შესთავაზა.

თავის მხრივ ნიკი ჰეილიმ ტრამპს შესაძლებლობებისთვის მადლობა გადაუხადა. ისაუბრა აშშ-ის მიერ ტრამპის ადმინისტრაციის პერიოდში საერთაშორისო მიღწევებზე ირანთან, კორეასთან და რუსეთთან დაკავშირებით და უარყო გავრცელებული ინფორმაცია, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მის მონაწილეობასთან დაკავშირებით. 

"მე მივიღებ მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნებში. მაგრამ დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიაში და არა მის წინააღმდეგ",- აღნიშნა მან. 

დონალდ ტრამპი ნიკი ჰეილის შემცლელის ვინაობას რამდენიმე კვირაში დაასახელებს. 

 

 

 

კომენტარები