ქარიშხალი

აშშ-ის ფლორიდას შტატს მეოთხე კატეგორიის შტორმი მაიკლი უახლოვდება

0 კომენტარი
ფოტო: AFP

აშშ-ის ფლორიდას შტატს მეოთხე კატეგორიის შტორმი მაიკლი უახლოვდება. ქარის სიჩქარე საათში 210 კილომეტრს აღწევს.

ფლორიდას, ალაბამასა და ჯორჯიას შტატებში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. 370,000 ადამიანს ევაკუაციისაკენ მოუწოდეს.

შტორმმა და მისგან გამოწვეულმა წყალდიდობამ კარიბის ზღვის კუნძულებზე და ცენტრალურ ამერიკაში 13 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ შტრომს კარგად მომზადებულები დახვდებიან.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები