რეკლამა

საქართველოს ეროვნული ლატარია მომხმარებლებს წამახალისებელ აქციას სთავაზობს

საქართველოს ეროვნული ლატარია

ინტერნეტ გაყიდვების წახალისების მიზნით, საქართველოს ეროვნული ლატარია კომპანია
უნიფეისთან ერთად Mastercard-ის აქციაში ერთვება.

კერძოდ, "ლოტო 6/36"-ის იმ მომხმარებლებს, რომლებიც "ლოტო 6/36"-ის ბილეთებს ინტერნეტით საქართველოს ეროვნული ლატარიის ვებგვერდზე www.lotto.ge-ს საშუალებით ყიდულობენ და ელექტრონულ საფულეს უნიფეიზე მიბმულ Mastercard-ის ბარათით შეავსებენ, საშუალება აქვთ Mastercard Europe SA-ს აქციაში მიიღონ მონაწილეობა.

აქცია 8 ოქტომბერს დაიწყო და 6 კვირის მანძილზე გაგრძელდება. გათამაშებაში
მონაწილეობისთვის “Mastercard Europe SA”-ი სხვადასხვა სახის პრიზებს გაათამაშებს.
საქართველოს ეროვნული ლატარიის ინტერნეტ მომხმარებელი აქციაში უნიფეის
საშუალებით პირველი ტრანზაქციის განხორციელებისთანავე ჩაერთვება.

კამპანია ორ ნაწილად ტარდება: ყოველკვირეულად გამოვლინდება 10 გამარჯვებული, ხოლო აქციის ბოლოს მთავარი პრიზების მფლობელების ვინაობა გახდება ცნობილი.

ყოველკვირეული გათამაშების პრინციპი შემდეგია: ის 10 მომხმარებელი, რომლებიც
უნიფეის ელექტრონულ საფულეზე მიბმული Mastercard ბარათით გადაიხდიან ან
გადარიცხავენ თანხას (მინიმუმ 1 ლარის ოდენობით) და კვირის განმავლობაში ყველაზე
მეტ ტრანზაქციას დააგროვებენ, დასაჩუქრდებიან ყოველკვირეული პრიზებით.
გამარჯვებული მომხმარებელი 4 ვარიანტიდან თავად ირჩევს საჩუქარს: Spotify Premium- 1 თვიანი პაკეტი; iTunes -ის 10 დოლარის ექვივალენტის სასაჩუქრე ბარათი; Steam-ის 10 დოლარის ექვივალენტი ბალანსზე; 20 ლარის ქეშბექი.

ყოველკვირეულ გათამაშებაში მონაწილეთა ტრანზაქციების რაოდენობის ათვლა ყოველ
ორშაბათს ახლიდან იწყება.

კამპანიის ბოლოს, 20 ნოემბერს, გამოვლინდება 3 გამარჯვებული, რომლებსაც მთლიანი
კამპანიის განმავლობაში დაგროვებული ექნებათ ყველაზე მეტი ტრანზაქცია და მოიგებენ:

  • I ადგილი - 5000ლ
  • II ადგილი - 3000ლ
  • III ადგილი - 1500ლ

"საქართველოს ეროვნული ლატარია საკუთარ მომხმარებელს მომავალშიც შესთავაზებს
სხვადასხვა წამახალისებელ აქციებს" - აცხადებენ კომპანიაში.

კომენტარები