არჩევნები 2018

გირჩი პროექტის "შემიცვალე აზრი" ქართულ ანალოგს იწყებს

გირჩი ცნობილი პროექტის Change My Mind [შემიცვალე აზრი] ქართულ ანალოგს იწყებს.

ამ ფორმატის ფარგლებში, 12 ოქტომბერს, 12:00 საათიდან, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში, ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება გირჩის პრეზიდენტობის კანდიდატთან პირისპირ შევიდეს დებატებში და ეკამათოს იმაზე, თუ რატომაა იგი "საუკეთესო კანდიდატი".

"გირჩის პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში შემდეგი სტენდით იდგება: "მე საუკეთესო კანდიდატი ვარ", - ნათქვამია გირჩის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"ეს იქნება სტარტი. მინდა, რომ ეს პროექტი იყოს უფრო ფართო და არ იყოს მხოლოდ და მხოლოდ ერთ უნივერსიტეტთან. შესაძლოა, დამჭირდეს იმ ადამიანების დახმარება, რომლებიც დარწმუნებულები არიან გირჩის იდეების სისწორეში, დარწმუნებულები არიან, რომ ჩვენ რასაც ვაკეთებთ ეს არის ერთადერთი სწორი, მორალური, ეკონომიკურად გამართლებული გზა ამ ქვეყნისთვის და თუ სურვილს გამოთქვამთ, შესაბამისად, ვეცადოთ, რომ სხვა უნივერსიტეტებთანაც მოვაწყოთ რაღაც მსგავსი. მე ეჭვი არ მეპარება, რომ გირჩის ნებისმიერი მხარდამჭერი, რომელსაც გააზრებული აქვს ის, რისთვისაც ჩვენ ვიბრძვით, ნებისმიერ დებატში ნებისმიერი ადამიანისთვის შეძლებენ მოგებას", - ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.

კომენტარები