არჩევნები 2018

ჯაფარიძემ, ზურაბიშვილის მსგავსად, "ქართუსგან" 1 მლნ ლარი მოითხოვა სესხად [VIDEO]

0 კომენტარი
ფოტო: გირჩი/Girchi

„გირჩის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, ზურაბ ჯაფარიძემ, ბანკი „ქართუსგან“ სესხად 1 მილიონი ლარი მოითხოვა. ჯაფარიძემ ბანკში განაცხადი 10 ოქტომბერს დატოვა.

რამდენიმე დღეს წინ ცნობილი გახდა, რომ სალომე ზურაბიშვილმა წინასაარჩევნოდ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული ბანკისგან 1 მილიონი ლარი ისესხა. სესხების შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშიდან გასაჯაროვდა. 

საქართველოს საარჩევნო კოდექსის 56-ე მუხლის თანახმად, თუ პრეზიდენტობის კანდიდატი არჩევნებზე ხმების 10%-ს ან მეტს დააგროვებს, მას 1 მილიონი ლარის მოთხოვნა შეუძლია წინასაარჩევნო თანხების დასაფარად.

=68.ARB6ML7r0UGGe5g3wZ0xDIt7COkxVYmmEEuKI2D74R-RRHqJqGR63N9if6XULNs52htPnX_cPVzJHJQx2A-pPcIOdJkL10oSaPgSNl7mviPZbMH_M17VMW8xdDmZaXzCpzHRA4nqyhVkWTAIJD0dF7t-nEjIIzoI5zC1rZMGa0HTR-sKuEfChg&__tn__=-R]

„კანდიდატი არის? კანდიდატი ვარ. არჩევნებში იღებს მონაწილეობას? არჩევნებში ვიღებ მონაწილეობას. მილიონი მისცეს? მილიონი მომცენ,“ - ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.

ჯაფარიძის თქმით, ბანკ „ქართუში“ მას უთხრეს, რომ იმ წუთას ბანკში არ იმყოფებოდა არცერთი ადამიანი, რომელიმაც იცოდა, თუ როგორ გაიცა სალომე ზურაბიშვილზე მილიონიანი სესხი.

„ძალიან ზრდილობიანი ხალხი იყო. დაიტოვეს ჩემი განაცხადი და ის საბუთები, რომლებიც ადასტურებდა, რომ მე ნამდვილად პრეზიდენტობის კანდიდატი ვარ. მომცეს თავიანთი საკონტაქტო ინფორმაცია, დაიტოვეს ჩემი საკონტაქტო ინფორმაცია და მითხრეს, რომ განიხილავენ. ანუ ამ მომენტში „ქართუ ბანკში“ განიხილება, მომცემენ თუ არა ერთ მილიონს სესხად იმისათვის, რომ დარჩენილ დღეებში გამოვიყენო და კამპანია ავაფეთქო,“ - თქვა ზურაბ ჯაფარიძემ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ევროპულმა საქართველომ მოსახლეობას ალტერნატიული საპენსიო მოდელი წარუდგინა

კომენტარები