კრიმინალი

რუსთავი 2-ის ჟურნალისტებზე ძალადობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

www.facebook.com/rustavi2

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხაშურში „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებისთვის 
პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისა და ძალადობის ბრალდებით 2 პირი 
დააკავა

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 10 ოქტომბერს ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის 
გადამღებ ჯგუფს, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, სიტყვიერი და 
ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და საქმიანობაში ხელი უკანონოდ შეუშალეს. 
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სამართალდამცველებმა „ჩინეთის რკინიგზის 
23-ე ბიუროს“ სოფელ ქვიშხეთის ობიექტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი 
ს.უ. და ამავე ორგანიზაციის თარჯიმანი ი.ც. დააკავეს.
საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება",- აცხადებენ შსს-ში. 

უწყების ინფორმაციით, გამოძიება ძალადობისა და ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 154-ე მუხლის მე-2 და 126-ე 
მუხლის 1-ლი ნაწილებით მიმდინარეობს.

კომენტარები