აშშ-ის ისტორიაში სიმძლავრით მესამე შტორმმა მაიკლმა ფლორიდაში ხეები მოგლიჯა, სახლები დააზიანა და ქუჩების დატბორვა გამოიწვია. ქარის სიჩქარე საათში 250 კილომეტრს აღწევდა.
შტორმის გამო ფლორიდას, ალაბამასა და ჯორჯიას შტატებში 500,000-მდე ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
მეოთხე კატეგორიის შტორმმა ორი ადამიანის, მათ შორის ერთი ბავშვის დაღუპვა გამოიწვია. გავრცელებული ცნობით ფლორიდას შტატში მამაკაცს წაქცეული ხე დაეცა, ხოლო ჯორჯიას შტატში ბავშვი მაშინ დაიღუპა, როდესაც სახლს ხე დაეცა.
აშშ-მდე მაიკლი თავს კარიბის ზღვის კუნძულებს და ცენტრალურ ამერიკას დაატყდა, სადაც 13 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.