რაფაელ ნადალი

რაფაელ ნადალმა მალიორკაზე სტიქიის გამო უსახლკაროდ დარჩენილები თავის აკადემიაში შეიფარა

მსოფლიოს პირველი ჩოგანი რაფაელ ნადალი ესპანეთის კუნძულ მალიორკაზე სტიქიის შედეგებს ებრძვის და დაზარალებულებს ეხმარება.  

მალიორკაზე 9-10 ოქტომბერს დიდი წყალდიდობა იყო, რასაც 10 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 22 უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. 

ჩოგბურთელი სამაშველო და გაწმენდით სამუშაოებში პირადად არის ჩართული. მეტიც, ქალაქ მანაკორში მისი საჩოგბურთო აკადემია, რომელიც ნადალმა 2016 წელს დააარსა, სტიქიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობისთვის დროებითი საცხოვრებელი გახდა.

"სევდიანი დღეა მალიორკასთვის. ჩემი გულითადი თანაგრძნობა სან ლორენსოში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს. ჩვენ ყველას ვთავაზობთ დახმარებას, ვინც საცხოვრებლის გარეშე დარჩა",- დაწერა ჩოგბურთელმა Twitter-ზე

მალიორკა ნადალის მშობლიური ქალაქია. 

კომენტარები