რუსეთი

"რუსეთის ფედერაციის გამქრალი კონსტიტუცია" - სანქტ-პეტერბურგში აქცია გაიმართა

Twitter

რუსეთში, ქალაქ სანქტ-პეტერბურგში მდებარე საკონსტიტუციო სასამართლოს წინ მოძრაობა "Время"-მ აქცია-პერფორმანსი მოაწყო.

მათ გამოფინეს ნახატი სახელწოდებით "რუსეთის ფედერაციის გამქარლი კონსტიტუცია", რომელიც ბრიტანელი არტისტის, ბანკსის მიერ ლონდონის აუქციონზე საკუთარი ნახატის განადგურებას ჰგავს. როგორც შემდგომში თავად არტისტმა თქვა, გამანადგურებელი მექანიზმი ნახატის ჩარჩოში თავად ჩაამონტაჟა იმ შემთხვევისათვის, თუ მას აუქციონზე გაიტანდნენ.

"ქვეყნის მთავარი კანონის გაქრობის მექანიზმი ბევრი წლის წინ ჩაუშვეს და დღეს ჩვენი კონსტიტუციისაგან პრაქტიკულად აღარაფერი დარჩა. კონსტიტუცია არ უნდა ერგებოდეს ხელისუფლებაში მყოფი ჯგუფის პოლიტიკურ ინტერესებს." ამბობენ აქციის ორგანიზატორები.

კომენტარები