რომის პაპი

რომის პაპის თქმით, აბორტი დაკვეთილ მკვლელობას ჰგავს

cnn.com

ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ მორწმუნეებს რომის პაპმა ფრანცისკემ მიმართა, მან აბორტი შეკვეთილ მკვლელობას შეადარა.

"როგორ შეიძლება, რომ აქტი, რომელიც ახშობს უდანაშაულო, დაუცველ, განვითარების პროცესში მყოფ სიცოცხლეს იყოს თერაპიული, ცივილური ან უბრალოდ ადამიანური?" - თქვა რომის პაპმა.

მორწმუნეებთან ყოველკვირეულ შეხვედრაზე ფრანცისკემ აღნიშნა, რომ აბორტის გაკეთება პრობლემის მოგვარების არასწორი გზაა. მისი თქმით, ყოველივე ეს დაკვეთილ მკვლელობას ჰგავს.

ივნისში მან მშობიარობის დეფექტების თავის ასარიდებლად გაკეთებული აბორტი, ნაცისტების მიერ წმინდა რასის შექმნის იდეას შეადარა.

კომენტარები