კულტურული მემკვიდრეობა

ისტორიული გალავნის დაზიანებისთვის სიღნაღის მერია 15 000 ლარით დაჯარიმდა

0 კომენტარი
ფოტო: მარიამ კიასაშვილი

ისტორიული გალავნის დაზიანების გამო სიღნაღის მერია 15 000 ლარით დაჯარიმდა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოში ტაბულას უთხრეს, რომ სიღნაღის მერიის დაკვეთით ჩატარებული სამუშაოები უხეშ დარღვევად შეფასდა.

მათი ცნობით, ეროვნულ ძეგლზე ჩატარებული სამუშაოები თვითნებური იყო.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, ბექა ბარამიძემ, ტაბულას უთხრა, რომ დაჯარიმდება ის კომპანიაც, რომელმაც შეასრულა აღნიშნული სამუშაოები.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით, დღეს ოფიციალურ განცხადებას გაავრცელებს.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

იოკო ონომ ჯონ ლენონის Imagine-ის ახალი ვერსია გამოუშვა

კომენტარები