ასტრონავტები

ასტრონავტებმა გაუმართავ რაკეტა "სოიუზს" თავი დააღწიეს

როსკოსმოსის კოსმონავტი ალექსეი ოვჩინინი და ნასას ასტრონავტი ნიკ ჰეიგი

კაფსულა, რომელშიც რუსული რაკეტის, "სოიუზის" ეკიპაჟის ორი წევრი იმყოფებოდა, უსაფრთხოდ დაეშვა ყაზახეთის ტერიტორიაზე. რაკეტა საერთაშორისო კოსმოსური სადგურისკენ მიემართებოდა, დღეს 6:15 საათზე აფრინდა და მალევე ამაჩქარებელი გაუფუჭდა. 

Nasa-ის და რუსული მედიის ცნობით "სოიუზი" ავარიულად დაეშვა. რუსი კოსმონავტი ალექსეი ოვჩინინი და ამერიკელი ასტრონავტი ნიკ ჰეიგი კარგ მდგომარეობაში არიან, მათ იოლად დააღწიეს თავი კაფსულას. საძიებო და სამაშველო ჯგუფები უკვე მათთან ერთად არიან.

 

კომენტარები