ფარული ჩანაწერები

ახალ ფარულ ჩანაწერში ჩხარტიშვილი, ოქუაშვილი და ჩუბინიშვილი სააკაშვილის დამხობაზე საუბრობენ

რუსთავი2

ტელეკომპანია რუსთავი 2-მა კიდევ ერთი ახალი ვიდეო ჩანაწერი გამოაქვეყნა, სადაც სავარაუდოდ, ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი ყვება, თუ როგორ შეხვდა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს სერგეი ნარიშკინს და მას სააკაშვილის ხელისუფლების დამხობაში დახმარება სთხოვა. 

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ახალ ჩანაწერში, კვლავ ფიგურირებენ "ომეგა ჯგუფის" საქმის მონაწილეები - ზაზა ოქუაშვილი, გიორგი ჩუბინიშვილი და ვანო ჩხარტიშვილი.

ფარულ ჩანაწერის მიხედვით, ვანო ჩხარტიშვილი ამბობს, რომ რუსეთთან ხელისუფლების პირდაპირი მოლაპარაკებებია საჭირო და მხოლოდ ოპოზიციის საშუალებით კრემლში გადაცემული გზავნილები არაეფექტურია. 

ამავე ჩანაწერის ბოლოს ვანო ჩხარტიშვილი საქართველოს ხელისუფლებისა და რუსეთის ურთიერთობაზე საუბრობს და მიანიშნეს, რომ ივანიშვილის გუნდის მოსკოვის გავლენის ქვეშ არის.

ვანო ჩხარტიშვილი: მე მიშას დროს ჩასული რო ვიყავი ლონდონში შევხვდი ნარიშკინს, ნარიშკინი დიდი ფიგურა იყო რუსეთში, ადმინისტრაციის უფროსი იყო პუტინის, მერე პარლამენტის თავჯდომარე იყო და გერმანიაში შევხვდით რა, ხოდა შეგახვედრებო პუტინს მე მითხრა რა და მე უთხარი რა უნდა ვუთხრა მეთქი რაა, რამე თუ ისეთი არის რომელიც ვთქვათ რაღაცა, არ ვარ მეთქი მზად მეთქი შესახვედრად მეთქი და გაუკვირდა კაცს ნარიშკინს, პირველი კაცი ხარო, რომელმაც უარი თქვიო შეხვედრაზეო, მე ვუთხარი რა ის არის შევხვდე პუტინთან ჩამოართვი ხელი, რაღაცა, მე ვუთხარი თუ რამე ისეთი იქნა პირველ რიგში იქნება მიშა ჩამოგვაგდებინოთ მე ვუთხარი რაღაცა რავიცი თუ რამე არსებობს ეს ინსტრუმენტითქო მე ვუთხარი. ხოდა მე ვუთხარი აი რა შეიძლება, როგორ შეიძლება და ისე, მერე მოკლედ გაიარა მაგან ეს საკითხები იქა ლავროვთან იმასთან ამასთან და ვერაფერი ვერ შემოგვთავაზა, ვერაფერი ვერ თქვეს ისეთი რომ აქ ჩამოსულიყავი და გაგეყიდა მერე აქა რა რაღაც. მერე წავიდა პარლამენტის თავმჯდომარესთან.
სხვათა შორის ძალიან სერიოზული ტიპია რა ეხლა არის მაგი ბიძინას დაცვის უფროსი.

ზაზა ოქუაშვილი: ყველაზე სერიოზული ეგ არის

ვანო ჩხარტიშვილი: ხოო ფიგურა იყო მაშინ. ჩემმა ახლობელმა მაგის ძმაკაცი იყო მაშინ შემახვედრა მიუნჰენში, ხოდა მაგრა უნდოდათ, მაშინ ის პერიოდი იყო მისას ჩამოგდება უნდოდათ მაგრად, ხოდა მაშინ ვერ მოაბეს აქა რომ კონტაქტი ყოფილიყო. ირაკლიმ ხო იცის ეგ ყველაფერი რუსეთში ეხლა რა უნდა შეცვალონ რა უნდა გააკეთონ რუსებმა აქ რო იმუშაოს. მერე რუსეთთან უნდა ილაპარაკოს ხელისუფლებამ ოპოზიციური პარტია რომ მიდის არაფერი შედეგი არ ააქვს. მაშინ რა ნიშნავს რომ ხელისუფლებას უჭერ და ოპოზიციას უჭერ?!

ირაკლი ჩუბინიშვილი: რუსეთი ვაბშე მაგას ეგრე უყურებს რო ეხლა ეს მოვიდა ჩემთან საჩალიჩოდ და კი რაღაცას მივცემ. 

ვანო ჩხარტიშვილი: არა რუსეთს ეგონება რო უნდა ფული გააკეთოს ჩემთან. არ მოგცემს ფულს, არასდროს ფულს მოგცემს. ნარიშკინმა გვითხრა ფულიო გინდათ. მე ვუთხარი არ გვინდა მეთქი. მაგას ეგონა ფული გვინდოდა, მე არ გვინდათქო ვუთხარი. რამე პოლიტიკური ნაბიჯი გააკეთეთქო რარაცა, რაღაცები გავიარეთ იქით აქეთ ყველაფერი ხოდა აი ეგეთი სიტუაციაა. 

ზაზა ოქუაშვილი: რთული ძაან. 

ვანო ჩხარტიშვილი: ირამას და იმას მოთხრიან, დედას უტირებენაკიდებენ იარლიყს გარემოებაა ისეთი რა ჩემი აზრით რა ვიცი

ზაზა ოქუაშვილი: ძალიან რისკიანია, მეც ვფიქრობ 

ვანო ჩხარტიშვილი: სოციალურ კვლევებში როგორ ჩანს არ ვიცი

ზაზა ოქუაშვილი: ე.ი. სავსეა აჭარა რუსებით მარა ვეღარ გაარჩევ იქ ზოგი უკრაინაა ზოგი რუსი თან ეხლა რუსულ ლაპარაკს ისმენ რუსული, თურქული.

ვანო ჩხარტიშვილი: ხო არა მთავრობამ უნდა გააკეთოს რაღაცა არ ვიცი რაღაცა წაკუზულები არიან აი რაღაცა რავი აზრზე არა ვარ

ზაზა ოქუაშვილი: კმაყოფილია რუსეთი? ალბათ ნატო აღიზიანებთ ნატო ნატო

ვანო ჩხარტიშვილი: ნატო, არა იცის რო ვერ შევალთ, რუსეთი ეხლა ძალიან კომფორტშია ჩვენთან მიმართებაში, საქართველოსთან მიმართებაში კომფორტშია

ზაზა ოქუაშვილიკომფორტშია.

 

შეგახსნებთ, რომ 9 სექტემბერს რუსთავი 2-მა გაავრცელა აუდიო ჩანაწერი, სადაც სავარაუდოდ, სპორტის ყოფილი მინისტრი, ლევან ყიფიანი "იბერია ჯგუფის" მფლობელ ზაზა ოქუაშვილს ესაუბრება. საუბრის მიხედვით, ხელისუფლებას პრეტენზიები აქვს ტელეკომპანია "იბერიას" სარედაქციო პოლიტიკასთან დაკავშირებით. 

10 სექტემბერს ტელეკომპანიამ კიდევ ერთი ფარული აუდიო ჩანაწერი გაავრცელა, რომლის მიხედვით, "ომეგა ჯგუფის" მფლობელს სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი მთავრობასთან პრობლემების მოგვარებაში ორ მილიონ დოლარს სთხოვდა. იგივე ჩანაწერი 11 სექტემბერს ტელეკომპანია "იბერიამ" გაავრცელა.

14 სექტემბერს რუსთავი 2-მა გაავრცელა მორიგი ფარული აუდიო ჩანაწერი, სადაც სავარაუდოდ, ლევან ყიფიანი და ზაზა ოქუაშვილი საუბრობენ. ჩანაწერში სავარაუდოდ ლევან ყიფიანი ბიძინა ივანიშვილის დაცვის ყოფილ უფროსსა და ამჟამად სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელს, ანზორ ჩუბინიძეს ახსენებს და ამბობს, რომ მას პრობლემების მოგვარება შეუძლია. ის ახსენებს ყოფილ ვიცე-პრემიერსა და ეკონომიკის მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილსაც. ჩანაწერში საუბარია სამ მილიონზე, რომლიდანაც ნაწილი ბიუჯეტში უნდა შევიდეს, ნაწილი კი კონტრიბუციის სახით უნდა გადაიხადოს "ომეგა ჯგუფმა"

21 სექტემბერს კურიერმა მეოთხე აუდიო ჩანაწერიც გამოაქვეყნა. მასში სავარაუდოდ, ლევან ყიფიანი "ომეგა ჯგუფის" ერთ-ერთი მენეჯერს, რომლის ვინაობაც უცნობია, მინისტრებისთვის ავტომობილების ჩუქებას სთხოვს. "ომეგა ჯგუფი" საქართველოში BMW-ს ოფიციალური დილერია და სავარაუდოდ, ყიფიანი მას დიმიტრი ქუმსიშვილისა და ნოდარ ხადურისთვის ავტომობილების ჩუქებას სთხოვს.

ამის შემდეგ კვლავ გავრცელდა ფარული ჩანაწერები. ერთ-ერთ მათგანში, "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილთან მისი კონკურენტი კომპანიის წარმომადგენლები საუბრობენ და სიგარეტის ბაზრის განაწილების გეგმას იხილავენ. ჩანაწერში საუბარია სიგარეტის რეალიზაციიდან 50%-იანი წილის "ქართული ოცნების" ფონდისთვის გადაცემაზე. 24 სექტემბერს გავრცელებულ ჩანაწერში კი ოქუაშვილისა და "ომეგა ჯგუფის" კონკურენტი კომპანია "თბილისის თამბაქოს" ერთ-ერთი აქციონერის, გიორგი ჩუბინიშვილის საუბარია ასახული. ჩანაწერის მიხედვით, თითოეული სიგარეტის კოლოფის რეალიზაციის შედეგად ქართული ოცნების ფონდში 2.5 თეთრი მიემართება.

რუსთავი 2-თან ინტერვიუში ზაზა ოქუაშვილმა აღიარა, რომ ლევან ყიფიანი მან დაიქირავა სახელმწიფოსთან მოლაპარაკებისთვის. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა მას დახმარების სანაცვლოდ 4 მილიონი მოსთხოვა და შემდეგ, ახლადშექმნილი კომპანიის მეშვეობით, გადაარიცხინა.

გარდა ამისა, "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელმა რუსთავი 2-თან ინტერვიუში ასევე თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილის დავალებით, სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი ოთარ ფარცხალაძემ საბურთალოზე, ერთ-ერთი სახლის სარდაფში ჩაკეტა და მას "შეურაცხყოფის მიყენებით" დაემუქრა. ინტერვიუში ოქუაშვილი იხსენებს, რომ მუქარა "ომეგა ჯგუფისთვის" ქრთამის სახით მოთხოვნილ 4 მილიონს უკავშირდებოდა.

3 ოქტომბერს ლევან ყიფიანი სასამართლოში გამოიკითხა. მან მედიასთან ჩანაწერების არსებობა დაადასტურა, თუმცა თქვა, რომ ისინი დადგმული იყო და ზაზა ოქუაშვილი მასთან შეთანხმებით აკეთებდა, რადგან უცხოელი პარტნიორები საქართველოს ხელისუფლების მხრიდან წნეხში დაერწმუნებინა. ლევან ყიფიანმა ოთარ ფარცხლაძის მხრიდან ზეწოლის ფაქტი უარყო.

5 სექტემბერს, პროკურატურამ სამხარაულის ექპერტიზის დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ გავრცელებული ჩანაწერები ავთენტური არ არის, დამზადებულია მონტაჟით.

მთავარმა პროკურატურამ 9 ოქტომბერს ლევან ყიფიანის დაკითხვის ოქმი გამოაქვეყნა. ოქმის მიხედვით, ლევან ყიფიანმა გამოძიებასაც უთხრა, რომ მისი და ზაზა ოქუაშვილის საუბარი დადგმულია და მისი ჩაწერა შეთანხმებულად მიმდინარეობდა, რათა პოქუაშვილს უცხოელ პარტნიორებთან დავალიანების გადავადება გაადვილებოდა. თუმცა, ყიფიანი ამბობს, რომ ისინი დამონტაჟებულია და მათ ავთენტურობას არ ადასტურებს.

10 ოქტომბერს კი ცნობილი გახდა, რომ ლევან ყიფიანი ზაზა ოქუაშვილის წინააღმდეგ პროკურატურას და სასამართლოს მიმართავს. მისი ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის თქმით, პროკურატურაში განცხადება ზაზა ოქუაშვილის მხრიდან ლევან ყიფიანის კუთვნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხის თაღლითურად მითვისებას შეეხება, მეორე, სამოქალაქო სარჩელი კი ლევან ყოფიანისპატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვას. 

კომენტარები